ეროსი (ფროიდი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ეროსი.

ეროსი ფროიდისეულ ფსიქოლოგიაში ყველა ადამიანში არსებული ბუნებრივი ცხოვრების ინსტინქტია. ეს არის ცხოვრების შექმნის სურვილი და ის პროდუქტიულობისა და აღმშენებლობის წამახალისებელი ძალაა. ეროსი ებრძვის თანატოსის დესტრუქციულ, მომაკვდინებელ ინსტინქტს. ამ სიტყვას ასევე მოიხსენიებენ ტერმინ „ლიბიდო“-სთან კავშირშიც.