ერობა (ჟურნალი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ერობა (მრავალმნიშვნელოვანი).

„ერობა“ — ქართული ორკვირეული ჟურნალი, ერობათა კავშირის ორგანო; გამოდიოდა თბილისში 1920-1921 წლებში, სულ გამოვიდა 16 ნომერი. ჟურნალში დაბეჭდილია სტატიები აგრონომიასთან, ვეტერინარიასთან, მედიცინასთან, სასკოლო სტატისტიკასთან, ეკონომიკასთან და ერობასთან დაკავშირებულ საკითხებზე; „საერობო თვითმმართველობის კანონპროექტი“ და ცალკეული სამაზრო ერობათა ანგარიშები. „ერობის“ № 1-2 გამოსცა სარედაქციო კოლეგიამ, შემდეგ რედაქტორები იყვნენ გ. ლორთქიფანიძე და პ. საყვარელიძე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]