შინაარსზე გადასვლა

ერნსტ ხლადნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ერნსტ ხლადნი
დაბ. თარიღი 30 ნოემბერი, 1756(1756-11-30)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9]
დაბ. ადგილი ვიტენბერგი[10] [6]
გარდ. თარიღი 3 აპრილი, 1827(1827-04-03)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [9] (70 წლის)
გარდ. ადგილი ვროცლავი[1] [6]
დასაფლავებულია ვროცლავი
მოქალაქეობა  პრუსიის სამეფო
საქმიანობა ფიზიკოსი[1] [1] , ასტრონომი[1] [1] , მათემატიკოსი, მუსიკოსი, გეოლოგი, measuring instrument maker[1] , უნივერსიტეტის პროფესორი[1] , იურისტი[1] და ფილოსოფოსი[1]
მუშაობის ადგილი პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემია
ალმა-მატერი ლაიფციგის უნივერსიტეტი და Gymnasium St. Augustin
მამა Ernst Martin Chladni[1]

ერნსტ ფლორენს ფრიდრიხ ხლადნი[11] (გერმ. Ernst Florens Friedrich Chladni; დ. 30 ნოემბერი, 1756, ვიტენბერგი — გ. 3 აპრილი, 1827, ვროცლავი) — გერმანელი ფიზიკოსი და მუსიკოსი. მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ნამუშევარი, რისთვისაც მას ზოგჯერ აკუსტიკის მამად ასახელებენ, მოიცავდა კვლევას ვიბრაციული ფირფიტების შესახებ და სხვადასხვა აირისთვის ხმის სიჩქარის გამოთვლას.[12] ის ასევე პირველი იყო მეტეორიტების შესწავლაში.[13]

მიუხედავად იმისა, რომ ხლადნი საქსონიის ვიტენბერგში დაიბადა, მისი ოჯახი წარმოშობით კრემნიცადან იყო, რომელიც მაშინ უნგრეთის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა და დღეს ცენტრალურ სლოვაკეთში მდებარე სამთო ქალაქია. ამიტომ ხლადნის გერმანული,[14][15] უნგრული[16] და სლოვაკური[17] ფესვები ჰქონდა.

ხლადნი აკადემიკოსებისა და სწავლული ადამიანების განათლებული ოჯახიდან იყო. ხლადნის დიდი ბაბუა, ლუთერანი სასულიერო პირი გეორგ ხლადნი (1637–1692), კრემნიცა 1673 წელს კონტრრეფორმაციის დროს დატოვა. ხლადნის ბაბუა, მარტინ ხლადნი (1669–1725), ასევე ლუთერანი თეოლოგი იყო და 1710 წელს ვიტენბერგის უნივერსიტეტის თეოლოგიის პროფესორი გახდა. 1720–1721 წლებში ის თეოლოგიის ფაკულტეტის დეკანი იყო, ხოლო მოგვიანებით უნივერსიტეტის რექტორი გახდა. ხლადნის ბიძა, იუსტუს გეორგ ხლადნი (1701–1765), უნივერსიტეტის სამართლის პროფესორი იყო. კიდევ ერთი ბიძა, იოჰან მარტინ ხლადნი (1710–1759), იყო თეოლოგი, ისტორიკოსი და პროფესორი ერლანგენის და ლაიფციგის უნივერსიტეტებში.

ხლადნის მამა, ერნსტ მარტინ ხლადნი (1715–1782), იყო სამართლის პროფესორი და ვიტენბერგის უნივერსიტეტის რექტორი. ის იქ იურიდიულ ფაკულტეტზე 1746 წელს შევიდა. ხლადნის დედა იყო იოჰანა სოფია და ის ერთადერთი შვილი იყო.[18] მამამისი არ იწონებდა შვილის ინტერესს მეცნიერების მიმართ და ამტკიცებდა, რომ ხლადნი იურისტი გახდებოდა.[17][19][20]

ხლადნიმ ვიტენბერგსა და ლაიფციგში სამართალი და ფილოსოფია შეისწავლა, 1782 წელს კი ლაიფციგის უნივერსიტეტში მიიღო იურიდიული ხარისხი. იმავე წელს მამამისი გარდაიცვალა და ის სერიოზულად მიუახლოვდა ფიზიკას.[19][20] 1783-1792 წლებში ვიტენბერგის უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდა სამართალში, მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში. ამ პერიოდში მან აკუსტიკის პირველი ექსპერიმენტები დაიწყო.[17]

ხლადნი გარდაიცვალა 1827 წლის 3 აპრილს, ბრესლაუში, ქვემო სილეზიაში, რომელიც მაშინ პრუსიის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა, დღეს კი სამხრეთ-დასავლეთ პოლონეთში მდებარე ქალაქ ვროცლავში მდებარეობს.

ფიგურები, რომლებიც წარმოიქმნება მშრალი ქვიშის მცირე ნაწილაკების დაგროვების შედეგად დრეკადი მერხევი ფირფიტის ან სხვა მექანიკური სისტემის ზედაპირზე საკვანძო ხაზების მახლობლად. ფირფიტის თითოეულ საკუთარ რხევას შეესაბამება საკვანძო ხაზების თავისი განლაგება. როცა ფრფიტა წრიულია, საკვანმი ხაზები წრიული ან რადიალურია, თუ მართკუთხა ან სამკუთხაა, საკვანძო ხაზებს გვერდების ან დიაგონალების პარალელური მიმართულება აქვს დამაგრების წერტილების და აგზნების ადგილების შეცვლით შეიძლება მივიღოთ ფირფიტის სხვადასხვა საკუთარი რხევის შესაბამისი სხვადასხვანაირია ხლადნის ფიგურები. ხლადნის ფიგურებს იყენებენ ტელეფონის, მიკროფონის, ხმამაღლამოლაპარაკის დიაფრაგმების საკუთარი რხევების შესასწავლად, დეფექტოსკოპიაში და სხვაგან.[21]

მის პატივსაცემად, მთვარის ერთ-ერთ კრატერს დაარქვეს ხლადნი.

  1. 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 Deutsche Nationalbibliothek Record #118520490 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
  2. 1 2 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. 1 2 SNAC — 2010.
  4. 1 2 Brockhaus Enzyklopädie — F.A. Brockhaus, 1796.
  5. 1 2 Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
  6. 1 2 3 4 www.accademiadellescienze.it
  7. 1 2 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija / A. Vujić — LZMK, 2005.
  8. ↑ Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedija — LZMK, 1999. — 9272 გვრ.
  9. 1 2 Store norske leksikon — 1978. — ISSN 2464-1480
  10. ↑ Хладни Эрнст Флоренс Фридрих // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  11. ↑ უცხოური პირთა სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1989. — გვ. 390.
  12. ↑ Whipple Collections: Ernst Chladni. University of Cambridge. ციტირების თარიღი: 27 February 2010
  13. ↑ McCoy, T. J.; Steele, I. M.; Keil, K.; Leonard, B. F.; Endress, M. (1993). „Chladniite: A New Mineral Honoring the Father of Meteoritics“. Meteoritics. 28 (3): 394. Bibcode:1993Metic..28Q.394M.
  14. ↑ "Ernst Florens Friedrich Chladni, or Ernst F. F. Chladni (German physicist)", Encyclopædia Britannica: Related Articles
  15. ↑ Ernst Florens Friedrich Chladni, German physicist, 1802 Image Preview, Science and Society Picture Library
  16. ↑ McLaughlin, Joyce (1998). „Good Vibrations“. American Scientist. 86 (4): 342. Bibcode:1998AmSci..86..342M. doi:10.1511/1998.4.342. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 January 2008. ციტირების თარიღი: 2 November 2007.
  17. 1 2 3 "Life and work of E.F.F. Chladni", D. Ullmann1, The European Physical Journal – Special Topics, Springer, Berlin / Heidelberg, ISSN 1951-6355 (Print) ISSN 1951-6401 (Online), Issue Volume 145, Number 1, June 2007, doi:10.1140/epjst/e2007-00145-4, pp. 25–32
  18. ↑ Hockey, Thomas (2009). The Biographical Encyclopedia of Astronomers. Springer Publishing. ISBN 978-0-387-31022-0. 
  19. 1 2 Daniel P McVeigh. (2000)Ernst Florens Friedrich Chladni. An Early History of the Telephone 1664-1865. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 March 2013.
  20. 1 2 P. 101 Oxford Dictionary of Scientists – Oxford University Press – 1999
  21. ↑ ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 486-487.