ერნსტ კლეტის გამომცემლობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ერნსტ კლეტის გამომცემლობა (გერმ. Die Ernst Klett Verlag GmbH) — სასკოლო წიგნების გამომცემლობა, რომლის სათავო ოფისი ქალაქ შტუტგარტში მდებარეობს.

ერნსტ კლეტის გამომცემლობას აქვს ფილიალები ლაიფციგში, გოთასა და დორტმუნდში. გარდა ამისა, კლეტის გამომცემლობა გერმანიის ექვს ქალაქშია წარმოდგენილი, სადაც პერმანენტულად ატარებს ე.წ. კლეტის შეხვედრებს თავის მუდმივ და პოტენციურ კლიენტებთან.

ერნსტ კლეტის გამომცემლობა 1897 წელს შტუტგარტში იქნა დაარსებული; 1995 წელს გარდაიქმნა კლეტის ჯგუფად. კლეტის ჯგუფს გარდა სასკოლო წიგნების გამომცემლობისა ასევე ეკუთვნის კლეტ-კოტას გამომცემლობა (Klett-Cotta Verlag), ესლინგერის გამომცემლობა (Esslinger Verlag), ფრიდრიხ ბერლინის გამომცემლობა (Friedrich Berlin Verlag) და ფრიდრიხის გამომცემლობა (Friedrich Verlag).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]