ერნსტ გოტლიბი (ანჰალტ-პლოცკაუს მთავარი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ერნსტ გოტლიბ ფონ ანჰალტ-პლოცკაუ
Ernst Gottlieb von Anhalt-Plötzkau
ანჰალტ-პლოცკაუს მთავარი
მმართ. დასაწყისი: 1653
მმართ. დასასრული: 1654
წინამორბედი: ავგუსტ ფონ ანჰალტ-პლოცკაუ
მემკვიდრე: ლებერეხტ ფონ ანჰალტ-პლოცკაუ
ემანუელ ფონ ანჰალტ-კეთენი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 4 სექტემბერი 1620
დაბ. ადგილი: პლოცკაუ
გარდ. თარიღი: 7 მარტი 1654
გარდ. ადგილი: პლოცკაუ
შვილები: არ ჰყოლია
დინასტია: ასკანიები
მამა: ავგუსტ ფონ ანჰალტ-პლოცკაუ
დედა: სიბილა სოლმს-ლაუბახი

ერნსტ გოტლიბ ფონ ანჰალტ-პლოცკაუ (გერმ. Ernst Gottlieb von Anhalt-Plötzkau) — ანჰალტ-პლოცკაუს მთავარი ასკანიების დინასტიიდან.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერნსტ გოტლიბი იყო ანჰალტ-პლოცკაუს მთავარ ავგუსტისა და მისი მეუღლის, სიბილა სოლმს-ლაუბახის, გრაფ იოჰან გეორგ სოლმს-ლაუბახის ქალიშვილის უფროსი შვილი.

ერნსტ გოტლიბი თავისი მამის, ავგუსტის მემკვიდრე იყო და მართავდა ანჰალტ-პლოცკაუს თავისი უმცროსი ძმების, ლებერეხტისა და ემანუელის ადგილზე, 1653 წლიდან. შემდეგ წელს, მამის გარდაცვალებიდან შვიდი თვის შემდეგ, ერნსტ გოტლიბი გარდაიცვალა, რის გამოც, ანჰალტ-კეთენის მმართველები მისი ძმები გახდნენ.

გამოყენებული ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Ferdinand Siebigk: Das Herzogthum Anhalt, Desbarats, 1867, S. 225
  • Max Lbe: Walsprüche: Devisen und Sinnsprüche, BiblioBazaar, LLC, 2009, S. 9

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]