ერნესტო პერეს ბალადარესი
| ერნესტო პერეს ბალადარესი | |
|---|---|
| ესპ. Ernesto Pérez Balladares González-Revilla | |
|
| |
| დაბადების თარიღი | 29 ივნისი, 1946[1] [2] (80 წლის) |
| დაბადების ადგილი | პანამა |
| მოქალაქეობა |
|
| განათლება | ნოტრ-დამის უნივერსიტეტი, The University of the Arts და უორტონის სკოლა |
| ჯილდოები | Collar of the Order of Isabella the Catholic[3] |
| toroperezballadares.com | |
ერნესტო პერეს ბალადარესი (დ. 29 ივნისი, 1946)[4] — პანამელი პოლიტიკოსი, რომელიც იყო პანამის პრეზიდენტი 1994 წლიდან 1999 წლამდე.
აშშ-ში განათლება მიღებული პერეს ბალადარესი ბანკირად მუშაობდა, სანამ სამხედრო მმართველის, ომარ ტორიხოსის მთავრობის წევრი გახდებოდა; 1989 წელს იგი ასევე იყო მანუელ ნორიეგას მომხრე საპრეზიდენტო კანდიდატის, კარლოს დუკეს საარჩევნო კამპანიის მენეჯერი. იგი პრეზიდენტად 1994 წელს აირჩიეს, როგორც „დემოკრატიული რევოლუციური პარტიის“ (PRD) კანდიდატი, დაძაბულ სამმხრივ ბრძოლაში „არნულფისტური პარტიის“ კანდიდატ მირეია მოსკოსოსა და სალსას მომღერალ რუბენ ბლეიდსთან.
პერეს ბალადარესის ვადა აღსანიშნავი იყო თავისუფალი ბაზრის რეფორმებითა და სახელმწიფო სერვისების პრივატიზაციით. მან ასევე მოახდინა ნორიეგას წლების არაერთი ოფიციალური პირის რეაბილიტაცია და გილერმო ენდარას წინა ადმინისტრაციასთან შედარებით აშშ-სთან უფრო მჭიდრო ალიანსს ესწრაფოდა. მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო რეფერენდუმი, რომელიც მას მეორე ვადით კენჭისყრის უფლებას მისცემდა, ჩაიშალა, 1999 წელს პერეს ბალადარესი მოსკოსომ შეცვალა.
2009 წელს პროკურატურამ დაიწყო გამოძიება პერეს ბალადარესის მმართველობის პერიოდის კორუფციის ბრალდებებზე. მომდევნო წელს იგი შინაპატიმრობაში მოათავსეს, რითაც იგი გახდა პანამის პირველი ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც დააპატიმრეს, ხოლო 2010 წლის ოქტომბერში მას ბრალი წაუყენეს ფულის გათეთრებაში. მოსამართლემ ბრალდება 2011 წლის აპრილში მოხსნა. 2012 წლის თებერვალში პერეს ბალადარესი დამნაშავედ ცნეს კონტროლიორ ელვინ ვიდენის ცილისწამებაში (მას ნარკოკრიმინალი უწოდა) და მიესაჯა 3000 დოლარის ოდენობის ჯარიმა ან ერთწლიანი პატიმრობა.[5]
წარმომავლობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პერეს ბალადარესმა მაგისტრის ხარისხი აშშ-ში, ნოტრ-დამის უნივერსიტეტსა და პენსილვანიის უნივერსიტეტის უორტონის სკოლაში მიიღო.[6] 1971 წლიდან 1975 წლამდე იგი იყო City Bank-ის საკრედიტო ოფიცერი პანამასა და ცენტრალურ ამერიკაში. იგი დაქორწინებულია დორა ბოიდ დე პერეს ბალადარესზე.[7]
პოლიტიკური კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პერეს ბალადარესი სამხედრო მმართველ ომარ ტორიხოსის დროს მსახურობდა ეკონომიკისა და ფინანსების მინისტრად. 1979 წლის მარტში იგი იყო „დემოკრატიული რევოლუციური პარტიის“ (PRD) ერთ-ერთი თანადამფუძნებელი. 1982 წელს იგი პარტიის მდივნად აირჩიეს. თუმცა, 1984 წელს მას კონფლიქტი მოუვიდა ახალ სამხედრო ლიდერ მანუელ ნორიეგასთან და რამდენიმე თვე ემიგრაციაში, ესპანეთში გაატარა.
მოგვიანებით პერეს ბალადარესი იყო კარლოს დუკეს (ნორიეგას რჩეული კანდიდატი 1989 წლის არჩევნებში) საარჩევნო კამპანიის მენეჯერი. საერთაშორისო დამკვირვებლების ცნობით, ოპოზიციის კანდიდატი გილერმო ენდარა ხმების 3-ით 1-თან პროპორციით იგებდა, თუმცა ნორიეგას მთავრობამ შედეგები დათვლის დასრულებამდე გააუქმა. 1989 წლის დეკემბრის აშშ-ის ინტერვენციის დროს ენდარა გამარჯვებულად აღიარეს. ინტერვენციისას პერეს ბალადარესი აშშ-ის ძალებმა ნორიეგასთან კავშირის გამო მცირე ხნით დააკავეს და დაკითხეს, თუმცა შემდეგ გაათავისუფლეს.[6]
1994 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში პერეს ბალადარესი თავად წარდგა PRD-ის კანდიდატად. ოპონენტები ხაზს უსვამდნენ მის კავშირს ნორიეგასთან და მათ ერთობლივ ფოტოებს აჩვენებდნენ. პერეს ბალადარესი კავშირს უარყოფდა და აცხადებდა, რომ PRD „დიამეტრულად ეწინააღმდეგებოდა“ ნორიეგას პოლიტიკას. ამის ნაცვლოდ, მან საკუთარი თავი ეროვნულ გმირად მიჩნეული ტორიხოსის მემკვიდრედ წარმოაჩინა. საბოლოოდ, მან არჩევნები ხმების 33%-ით მოიგო.[8]
პრეზიდენტობა (1994–1999)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პერეს ბალადარესის მთავრობა ხასიათდებოდა თავისუფალი ბაზრის მომხრე პოლიტიკით. მან თავის კაბინეტში არაერთი ეკონომისტი შეიყვანა.[6] მისი მმართველობისას მოხდა როგორც ელექტროენერგიის, ისე სატელეფონო კომპანიების პრივატიზაცია, ხოლო 1997 წელს პანამა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შევიდა.[9] 1995 წელს მან შეცვალა პანამის შრომის კოდექსი, რამაც 49 პროფკავშირის პროტესტი და მისი პოპულარობის ვარდნა გამოიწვია.[10] სხვა არაპოპულარულ ნაბიჯებს შორის იყო 35 მილიონი დოლარის გადახდა ნორიეგას გასამხედროებული „ღირსების ბატალიონებისთვის“ და კაბინეტის წევრებისთვის ხელფასების გაორმაგება ქვეყანაში არსებული სიღარიბის ფონზე.[11]
მან მთავრობაში ნორიეგას დროინდელი არაერთი ყოფილი ჩინოვნიკი დააბრუნა, მათ შორის საბინაო მინისტრი ექიმი, რომელსაც ბრალი ედებოდა ნორიეგას მმართველობისას პოლიტიკური პატიმრების წამებაში და მისი პირველი ვიცე-პრეზიდენტი ტომას ალტამირანო დუკე. პერეს ბალადარესმა საბოლოოდ 200-ზე მეტი ადამიანი შეიწყალა ნორიეგას წლებში ჩადენილი დანაშაულებისთვის და ამას „ეროვნული შერიგებისკენ გადადგმული ნაბიჯი“ უწოდა.[12]
პერეს ბალადარესმა მჭიდრო კავშირები დაამყარა აშშ-სთან და დათანხმდა პრეზიდენტ ბილ კლინტონს 10000 კუბელი ლტოლვილის მიღებაზე აშშ-ის სამხედრო ბაზებზე (რაზეც ენდარამ უარი თქვა),[13] ასევე თავშესაფარი მისცა ჰაიტის ყოფილ სამხედრო მმართველ რაულ სედრასს მოლაპარაკების ფარგლებში.[14] პერეს ბალადარესი ასევე დაჰპირდა აშშ-ს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართვას და ახალი კანონების მიღებას ფულის გათეთრების აღსაკვეთად.[6]
პერუელი რეპორტიორი გუსტავო გორიტი, რომელიც გაზეთ „La Prensa“-ში მუშაობდა, 1996 წელს წერდა, რომ კოლუმბიურმა „კალის კარტელმა“ 51000 დოლარი შეიტანა პერეს ბალადარესის საპრეზიდენტო კამპანიაში.[15] თავდაპირველი მუქარის შემდეგ, რომ უჩივლებდა ცილისწამებისთვის, პერეს ბალადარესმა მოგვიანებით აღიარა, რომ ინფორმაცია სწორი იყო და განაცხადა, რომ ეს იყო „ალბათ პირველი შემთხვევა მის ცხოვრებაში, როდესაც მოუწია საკუთარი სიტყვების უკან წაღება“.[16] თუმცა, როდესაც მომდევნო წელს გორიტის სამუშაო ვიზას ვადა ამოეწურა, პანამის მთავრობამ უარი თქვა მის განახლებაზე, რამაც საერთაშორისო პრესის კრიტიკა გამოიწვია.[15] ზეწოლის შედეგად პერეს ბალადარესის მთავრობა დათმობაზე წავიდა და ვიზა განაახლა.[17]
1998 წელს მან მოაწყო რეფერენდუმი კონსტიტუციის შესაცვლელად, რათა მეორე ზედიზედ ვადით კენჭისყრის უფლება ჰქონოდა, თუმცა წინადადება ხმების თითქმის 2-ით 1-თან პროპორციით ჩავარდა; The Economist-მა ეს შეაფასა როგორც „დამტკიცება იმისა, რომ პანამის დემოკრატია იმაზე მედეგია, ვიდრე ბევრს ეგონა“."[18] მან ასევე წამოაყენა საკონსტიტუციო ცვლილებები ჟურნალისტების დასასჯელად, რომლებიც „ძალადობრივ პროტესტს აქეზებდნენ“.[19]
რადგან თავად კენჭს ვეღარ იყრიდა, PRD-მ კანდიდატად მარტინ ტორიხოსი შეარჩია, რომელიც მირეია მოსკოსოსთან დამარცხდა.[20] მისი პრეზიდენტობის ბოლო კვირებში მას ბრალი დასდეს სახელმწიფო ქონების გაყიდვიდან მიღებული თანხების უკანონო გამოყენებასა და აზიელებზე ვიზების გაყიდვაში.[21] კრიტიკოსები ასევე ადანაშაულებდნენ მას პანამის არხის ახალი ადმინისტრაციის საკუთარი ბიზნეს-პარტნიორებითა და „ახლობლებით“ შევსებაში.[22]
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Brockhaus Enzyklopädie — F.A. Brockhaus, 1796.
- ↑ Munzinger Personen
- ↑ Boletín Oficial del Estado — Agencia Estatal Boletín Oficial del Estado, 1998. — გამ. 251. — P. 34681. — ISSN 0212-033X; 2951-7915; 1138-4018; 1138-7432
- ↑ Howard W. French. (February 21, 1994) Panama Journal; Democracy at Work, Under Shadow of Dictators. The New York Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — August 8, 2014. ციტირების თარიღი: September 2, 2012
- ↑ Ex presidente panameño Pérez Balladares es condenado por calumnia es. ABC (February 17, 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — July 28, 2014. ციტირების თარიღი: 27 December 2012
- 1 2 3 4 Eric Schmitt. (July 21, 1994) Washington Talk; A Panama Enemy Becomes an Ally. The New York Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — August 8, 2014. ციტირების თარიღი: September 2, 2012
- ↑ Dora Boyd de Pérez Balladares acudirá este lunes nuevamente a la Fiscalía es. Estudio 1 (December 24, 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — September 24, 2015. ციტირების თარიღი: September 2, 2012
- ↑ Panama. University of Missouri-Saint Louis. დაარქივებულია ორიგინალიდან — October 23, 2012. ციტირების თარიღი: September 2, 2012
- ↑ „The canal and the president“. The Economist. October 4, 1997. დაარქივებულია ორიგინალიდან — November 8, 2012. ციტირების თარიღი: September 2, 2012.
- ↑ Harding 2006, p. 125-6.
- ↑ Harding 2006, p. 128.
- ↑ Larry Rohter. (February 9, 1995) Some Familiar Faces Return to Power in Panama. The New York Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — March 6, 2016. ციტირების თარიღი: September 2, 2012
- ↑ Harding 2006, p. 127.
- ↑ Larry Rohter. (February 9, 1995) Some Familiar Faces Return to Power in Panama. The New York Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — March 6, 2016. ციტირების თარიღი: September 2, 2012
- 1 2 Larry Rohter. (September 4, 1997) Panama's Move to Oust Editor Sets Off Storm. The New York Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — March 7, 2016. ციტირების თარიღი: August 28, 2012
- ↑ „Well I never, says the president“. The Economist. June 29, 1996. დაარქივებულია ორიგინალიდან — February 22, 2016. ციტირების თარიღი: September 2, 2012.
- ↑ Rewarding Courage. NewsHour. PBS (November 25, 1998). დაარქივებულია ორიგინალიდან — August 31, 2012. ციტირების თარიღი: August 26, 2012
- ↑ „No second term: Panama“. The Economist. September 5, 1998. დაარქივებულია ორიგინალიდან — February 22, 2016. ციტირების თარიღი: September 2, 2012.
- ↑ „A bull in a china shop“. The Economist. April 4, 1998. დაარქივებულია ორიგინალიდან — May 2, 2015. ციტირების თარიღი: September 2, 2012.
- ↑ Mireya Navarro. (May 3, 1999) The Widow Of Ex-Leader Wins Race In Panama. The New York Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — May 27, 2015. ციტირების თარიღი: September 2, 2012
- ↑ Panama:President Perez Balladares Prepares to Leave Office Amidst a Torrent of Accusations from President-Elect, NotiCen: Central American & Caribbean Affairs, August 26, 1999
- ↑ Michelle Ray Ortiz. (August 28, 1998) Panama weighs future of its president, the canal. დაარქივებულია ორიგინალიდან — January 27, 2013. ციტირების თარიღი: September 2, 2012
| |||||||