ერმონელა იაჰო
| ერმონელა იაჰო | |
|---|---|
| ბიოგრაფია | |
| დაბ. თარიღი | 1977 |
| დაბ. ადგილი | ტირანა, ალბანეთი |
| წარმოშობა |
|
| ჟანრ(ებ)ი | ოპერა |
| საქმიანობა | ოპერის მომღერალი (სოპრანო) |
| საიტი | ermonelajaho.com |
| ერმონელა იაჰო ვიკისაწყობში | |
ერმონელა იაჰო — ალბანელი ოპერის მომღერალი. ჟურნალ The Economist-ის მიხედვით ის დღეისთვის ყველაზე მოთხოვნადი სოპრანოა.ალბანელი მომღერალი ერმონელა იაჰოს კონცერტები დღეისთვის წინასწარაა დაჯავშნილი მსოფლიოს ყველაზე ცნობილ და პრესტიჟულ სცენებზე, როგორებიცაა სამეფო ოპერის თეატრი (ლონდონი) , ოპერა გარნიე (პარიზი),მეტროპოლიტენის ოპერის თეატრი (ნიუ-იორკი), ვენის სახელმწიფო ოპერა(ვენა), ლა სკალა (მილანი), დოიჩე ოპერ ბერლინი (ბერლინი)[1]
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ერმონელა 1974 წელს დაიბადა. მამამისი ფილოსოფიას ასწავლიდა, დედა სკოლის მასწავლებელი იყო. უკიდურესი სიღარიბის გამო ერმონელას დედამ ვერ გააგრძელა მომღერლის კარიერა, რაც მისი ოცნება იყო. ერმონელაც ოცნებობდა მომღერლობაზე - უნდოდა პოპ ვარსკვლავი გამხდარიყო. თუმცა, 14 წლის ასაკში პირველად ნახა ჯუზეპე ვერდის "ტრავიატა", რის შემდეგ მისი ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალა და გადაწყვიტა ოპერას გაჰყოლოდა. დღეს მას "ტრავიატა" 232-ჯერ აქვს შესრულებული.[2] ერმონელას მიერ ვიოლიეტას როლის ათივე შესრულებას მაყურებლები ოვაციებით ხვდებოდნენ. კრიტიკოსები მას სასწაულს უწოდებდნენ. მისი ინტერპრეტაცია პუჩინის ოპერისა " მოწყალების და ანჟელიკა" დაიდგა სამეფო ოპერის თეატრის სცენაზე.შემდგომ კი DVD ვერსიით გამოვიდა და დაიმსახურა "წლის DVD-ის" ჯილდო. მისი ინტერპრეტაციებს დადებითად აფასებენ როგორც კრიტიკოსები, ასევე მსმენელები.