ერმოლოვის ქვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ერმოლოვის ქვა

რუს. Ермоловский камень
ოს. Ермолы дур

დარიალის ხეობა, 1906 წელი
მდებარეობა ჩრდილოეთი ოსეთი
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
უახლოესი ქალაქი ვლადიკავკაზი

ერმოლოვის ქვა (რუს. Ермоловский камень) — გიგანტური ერატიკული ლოდი[1] რუსეთში, ჩრდილოეთ ოსეთში. მდებარეობს მდინარე თერგის კალაპოტში, დარიალის ხეობაში, სოფელ ზემო ლარსის სიახლოვეს, ზღვის დონიდან 1120 მ სიმაღლეზე. ღია რუხი ფერის გრანიტული კაჭარი პრიზმული ფორმისაა. მისი სიგრძე 30 მ-ია, სიგანე 17 მ, სიმაღლე 15 მ. მოცულობა დაახლოებით 6000 მ³, წონა დაახლოებით 16 ათ. ტ. შედგება შუა პალეოზოური ღია გრანიტისაგან.[2]

ლოდის მნიშვნელოვანი ნაწილი დამალულია ნაყარით. ირგვლივ არსებული მონაკვეთი გაკეთილშობილებულია. ერმოლოვის ქვა გადატანილია 1832 წელს დევდარაკის ერთ-ერთი უმძლავრესი ჩამონგრევისას გაჩენილი ღვარცოფული ნაკადით.[3] ლოდის მწვერვალზე გვხვდება მეჭეჭიანი არყი, კავკასიური ცაცხვი და კლდის მუხა.[2]

1867 წელს ლოდი აღწერა ოტო ვილჰელმ ჰერმან აბიხმა რუსეთის საიმპერატორო გეოგრაფიული საზოგადოების მოამბეში. მისი აზრით, გიგანტური ლოდი მეოთხეულში დევდარაკის მყინვარმა ჩამოიტანა მყინვარწვერის ჩრდილო-აღმოსავლეთი კალთიდან. ლოდი მოინახულა ალექსანდრე პუშკინმა თავისი მოგზაურობისას საქართველოში.[4]

მეორე მსოფლიო ომის დროს, 1942 წლის ოქტომბერში ლოდში მოწყობილი იყო ხანგრძლივი საცეცხლე წერტილი, მათ შორის ორი 45-მილიმეტრიანი ქვემეხი და სამი ხელის ტყვიამფრქვევი.[5]

სახელი ეწოდა რუსი გენერლის, საქართველოს ცალკეული კორპუსის მეთაურის ალექსი ერმოლოვის (1777–1861) პატივსაცემად, რომელმაც გადმოცემის თანახმად, 1821 წელს დაღესტნის ხანთან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.[6]

ერმოლოვის ქვის უძველესი ინგუშური სახელწოდებაა „მაჰმად ქხერა“; აგრეთვე „მოგზაური ქვის“ სახელითაა ცნობილი.[7]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]