ერი (ჟურნალი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ერი (მრავალმნიშვნელოვანი).

ერი“ — ქართული ყოველკვირეული პოლიტიკური, სამეცნიერო და ლიტერატურული ჟურნალი; გამოდიოდა თბილისში 1909 წლის 13 სექტემბრიდან 1910 წლის 22 ნოემბრამდე. ჟურნალში თანამშრომლობდნენ კ. აბაშიძე, ა. ფრონელი (ყიფშიძე), ა. წერეთელი, ვაჟა-ფშაველა, ფ. გოგიჩაიშვილი, ნ. ლორთქიფანიძე, ა. შანშიაშვილი, ზ. ედილაშვილი და სხვა. 1909 წლის სექტემბრის ბოლოს (II ნომრის გამოსვლის შემდეგ) „ერი“ დროებით დაიხურა ადგილობრივი ხელისუფლების განკარგულებით, განახლდა 1910 წლის თებერვლიდან. შუალედში „ერის“ ნაცვლად გამოდიოდა „ჩვენი ერი“ (1909 წლის 27 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე), „ქართველი ერი“ (1909 წლის 11 ოქტომბრიდან 18 ოქტომბრამდე), „საქართველოს მოამბე“ (1909 წლის 1 ნოემბრიდან 1910 წლის 24 იანვრამდე), "მოამბე" (1910 წლის 31 იანვრიდან თებერვლამდე). რედაქტორ-გამომცემლები — პ. სურგულაძე (1909 № 1-25), ს. მგალობლიშვილი (1910 № 1-26).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]