ერიხ ცეპლერი
|
| |
| დაბადების თარიღი | 27 იანვარი, 1898 |
|---|---|
| დაბადების ადგილი | ჰერფორდი, გერმანიის იმპერია |
| გარდაცვალების თარიღი | 13 მაისი, 1980 (82 წლის) |
| გარდაცვალების ადგილი | საუთჰემპტონი, დიდი ბრიტანეთი |
| წოდება |
საერთაშორისო ოსტატი (1973) საერთაშორისო არბიტრი (1957) |
ერიხ ერნესტ ცეპლერი (ინგლ. Erich Ernest Zepler; დ. 27 იანვარი, 1898, ჰერფორდი — გ. 13 მაისი, 1980, საუთჰემპტონი) — გერმანული წარმოშობის ინგლისელი ფიზიკოსი და საჭადრაკო კომპოზიტორი. საერთაშორისო ოსტატი (1973) და საერთაშორისო არბიტრი (1957).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ერნესტ ცეპლერი დაიბადა გერმანიაში. ფიზიკას ეუფლებოდა ბერლინისა და ბონის უნივერსიტეტებში. 1935 წლამდე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა გერმანიაში, თუმცა ნაცისტური რეჟიმის დამყარების შემდეგ, ებრაული წარმომავლობის გამო, საცხოვრებლად გადავიდა ინგლისში. ცეპლერი იყო რადიოელექტრონიკის პიონერი. საუთჰემპტონის უნივერსიტეტში მან დააარსა ელექტრონიკის ფაკულტეტი, რომელიც პირველი იყო მსოფლიოში. მისი სახელი ეწოდა ამავე უნივერსიტეტის ერთ-ერთ კორპუსს (Zepler Building).
საჭადრაკო კომპოზიცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჭადრაკის სფეროში ცეპლერი ითვლება ლოგიკური სტილის ამოცანების ერთ-ერთ უდიდეს თეორეტიკოსად. სულ შედგენილი აქვს 800-მდე ნაწარმოები. მისი კომპოზიციების უმრავლესობას სამსვლიანი და მრავალსვლიანი ამოცანები შეადგენს. იგი მჭიდროდ თანამშრომლობდა ადოლფ კრაემერთან, რომელთან ერთადაც გამოსცა ორი ცნობილი წიგნი: „საჭადრაკო ამოცანის ფორმირების ხელოვნება“ (გერმ. Im Banne des Schachproblems, 1952) და „საჭადრაკო ამოცანის პრობლემა“ (გერმ. Problemkunst im Schach, 1962)
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Шахматы : энциклопедический словарь / гл. ред. А. Е. Карпов. — М.: Советская энциклопедия, 1990. — стр. 446.