შინაარსზე გადასვლა

ერიტრეის სამზარეულო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვადასხვა ერიტრეული კერძით გაწყობილი ლანგარი

ერიტრეის სამზარეულო — ტრაიდიციული ერიტრეული კერძების ერთობლიობა, რომელთა უმეტესობის ფესვებიც ადგილობრივი აბორიგენების გასტრონომიებიდან იღებს სათავეს. აღსანიშნავია ისიც, რომ იგი ძალიან ჰგავს ეთიოპიურ და სხვა აფრიკულ სამზარეულოებს.

ერიტრეული სამზარეულო ძალიან ჰგავს მეზობელი ქვეყნების გასტრონომიებს. მიუხედავად მრავალი საზიარო მახასიათებლისა, მას მაინც აქვს თავისი უნიკალური კერძები და მზადების ტექნიკები.

აკელეტი, იგივე გაატი, ერიტრეული ფაფა, რომელსაც ძირითადად საუზმეზე მიირთმევენ

ყველაზე ცნობილი ტრადიციული ერიტრეული კერძია ცებჰი, რომელსაც ინჯერასთან (ხორბლის ან სხვა მარცვლეული კულტურისაგან მომზადებული ტრადიციული პური) ერთად მიირთმევენ. არსებობს კიდევ ერტი ტიპური ადგილობრივი კერძი, რომელიც ინჯერასთან ერთად მიირთმევა და მზადდება ცხარე ხახვითა და ძროხის, თხის, ცხვრის ან თევზის ხორცისაგან. საერთო ჯამში, ამით იგი ძალიან ჰგავს ეთიოპიურ სამზარეულოს, თუმცა მისგან განსხვავებით, ერიტრეის გეოგრაფიული მდებარეობის გამო აქვს ზღვის პროდუქტების კერძებიც, რის ნაკლებობასაც ეთიოპია აშკარად უჩივის, რამეთუ მას არ აქვს ზღვაზე გასასვლელი. ამასთან, ერიტრეული კერძები თავიანთი ტექსტურით უფრო მსუბუქებია, ვიდრე ეთიოპიურები, რადგან მათ არ აქვთ ბევრი სანელებელი და ძირითადად მათ პომიდვრით ანაცვლებენ.

გარდა ამისა, თავისი კოლონიური წარსულის გამო, ერიტრეული გასტრონომია აშკარად განიცდის იტალიური სამზარეულოს ძლიერ გავლენას. ეთიოპიელებისაგან განსხვავებით ერიტრეელებში უფრო მარტივად მოიკიდა ფეხი იტალიურმა გასტრონომიამ, რაც იმაშიც გამოიხატება, რომ აქ ერთობ პოპულარულია პასტის ყველა სახეობა. ამასთან, აქ ერთობ პოპულარულია ყავაც. ქრისტიანი ერიტრეელები სოვას (ქერისაგან გამოხდილი მწარე, ალკოჰოლური სასმელი) და მიესს (თაფლის ალკოჰოლური სასმელი) მიირთმევენ, მუსლიმი ერიტრეელები კი უარს ამბობენ ამ ალკოჰოლურ სასმელებზე.

ფიტფიტი, ერიტრეის ეროვნული კერძი

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ერიტრეული საკვები მაინც იჯერაა, რომელსაც ჭამის თავისებური ტრადიცია აქვს. იგი ძალიან თხელი და განიერია, რის გამოც მას დიდ ლანგარზე რამდენიმე ფენად ფენენ, ზემოდან კი აწყობენ სხვადასხვა საკვებს, ან ერთ მთავარ კერძს და მასთან მისატანებ დამხმარე პროდუქტებს.

ინჯერასთან მისართმევი საკვები, როგორც წესი, მზადდება საქონლის, ქათმის, ცხვრის, ან თხის ხორცისგან, ან სულაც ბოსტნეულისაგან. როგორც ცნობილია, ერიტრეელებს ცხარე და ცხელი კერძები მოსწონთ. ამის გამო მათ სამზარეულოში ვხვდებით ბერბერს, ძალიან ცხარე სანელებელს, რომელსაც იღებენ რამდენიმე მწვანილისა და სუნელის შერევით. როგორც წესი, ბერბერს ისინი თითქმის ყველა კერძში იყენებენ. სხვა მთავარი კერძებიდან აღსანიშნავია ზინგი (მზადდება საქონლის ხორცით), დორო (მზადდება ქათმის ხორცით), ალიჩა (მზადდება ბოსტნეულით, ბერბერის გარეშე), შირო და მრავალი სახის პიურე.

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული კერძია აკელეტი, იგივე გაატი, რომლის მომზადებისასაც იყენებენ არაჟანს, რომელსაც ერთგვარი კედლის ფუნქცია აქვს, მის შიგნით ცარიელ სივრცეს კი ავსებენ ბერბერისა და მდნარი კარაქის, ან სულაც რძისა და იოგურტის ნარევით. როგორც წესი გაატს საუზმეზე, ან სადილზე მიირთმევენ ხოლმე.

იტალიელთა კოლონიობის პერიოდში ერიტრეის სამზარეულომ ბევრი რამ შეითვისა იტალიური გასტრონომიიდან, რასაც შემდეგში თავისი უნიკალური ინტერპრეტაცია მისცა. ასეთ კერძებს შორის აღსანიშნავია პასტის სოუსი, რომელიც სუნელდება ბერბერით.

  • Goyan Kittler, Pamela; Sucher, Kathryn P.; Nahikian-Nelms, Marcia (2011). Food and Culture, 6th ed. Cengage Learning. p. 202. ISBN 0538734973.
  • Tekle, Amare (1994). Eritrea and Ethiopia: From Conflict to Cooperation. The Red Sea Press. p. 142. ISBN 0932415970.
  • Carman, Tim (9 January 2009). "Mild Frontier: the differences between Eritrean and Ethiopian cuisines come down to more than spice". Washington City Paper. Retrieved 12 March 2013.
  • Eritrea: Travel Trade Manual. Ministry of Tourism of Eritrea. 2000. p. 4.
  • "Eritrea - Country Profile" (PDF). Defense Language Institute Foreign Language Center. Retrieved 17 November 2013.
  • "Man Bites World, Day 64: Eritrea". March 2009. Archived from the original on 2009-04-02. Retrieved 2009-03-22.