შინაარსზე გადასვლა

ერიტრეის კონსტიტუცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ერიტრეის კონსტიტუციაერიტრეის უზენაესი კანონი. წარმოადგენს სახელმწიფოს არსებობის სამართლებრივ საფუძველსა და კანონიერი ხელისუფლების წყაროს. აყალიბებს ქვეყნის მოქალაქეთა უფლებებსა და მოვალლეობებს და განსაზღვრავს მმართველობის სტრუქტურას. კონსტიტუცია 1997 წელს მიიღეს და ამავე წლის 24 მაისიდანაა ძალაში. მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუცია რატიფიცირებულია, ის სრულად დღემდე არ ამოქმედებულა.[1][2]

ერიტრეის კონსტიტუციის მიხედვით, ხელისუფლება სამ შტოდ: საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო შტოებად იყოფა. საკანონმდებლო ორგანო ერთპალატიანი ეროვნული ასამბლეაა, რომელში 150 პარლამენტარია. საკანონმდებლო ორგანო წყვეტს საშინო და საგარეო პოლიტიკის საკითხებს, ამტკიცებს ბიუჯეტს და ირჩევს ქვეყნის პრეზიდენტს. 2025 წლის მონაცემებით, ეროვნული ასამბლეა 2002 წლის შემდეგ არ შეკრებილა და საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას პრეზიდენტი ისაიას აფევერკი ფლობს.[3]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Human Rights Watch (22 December 2021), Eritrea: Events of 2021, https://www.hrw.org/world-report/2022/country-chapters/eritrea. წაკითხვის თარიღი: 4 February 2022
  2. Babiker, Mohamed Abdelsalam. Situation of human rights in Eritrea Report of the Special Rapporteur on the situation of human rights in Eritrea. UN General Assembly. ციტირების თარიღი: 16 December 2021
  3. Plaut, Martin (13 September 2017). „Eritrea: a mafia state?“. Review of African Political Economy. T&F. 44 (154): 662–672. doi:10.1080/03056244.2017.1374939. eISSN 1740-1720. hdl:10.1080/03056244.2017.1374939. ISSN 0305-6244. S2CID 158974839. ციტირების თარიღი: 28 January 2021.