ერიკ უინტერი
| ერიკ უინტერი | |
|---|---|
|
უინტერი სან დიეგოს კომიქს-კონზე 2024 წელს | |
| დაბადების სახელი | ერიკ ბარეტ უინტერი |
| დაბადების თარიღი |
17 ივლისი 1976 (49 წლის) ლა მირადა, კალიფორნია, ა.შ.შ |
| საქმიანობა | მსახიობი,მოდელი |
| აქტიური | 1999-დღემდე |
| მეუღლე(ები) | ელისონ ფორდი(2001-2005) როზელინ სანჩესი (2008-დღემდე) |
| შვილ(ებ)ი | 2 |
ერიკ ბარეტ უინტერი (დ. 17 ივლისი, 1976) — ამერიკელი მსახიობი. უინტერი ასრულებს სერჟანტ ტიმ ბრედფორდის როლს ამერიკის სამაუწყებლო კომპანიის („ABC“) შოუში ინგლ. „The Rookie“ (2018-დან დღემდე), რექს ბრეიდის როლს „NBC“-ის საპნის ოპერაში ინგლ. „ჩვენი ცხოვრების დღეები“, „FBI“-ის სპეციალური აგენტ კრეიგ ო'ლოფლინის როლს CBS-ის დრამატულ სერიალში „The Mentalist“ (2010–2012), დეშ გარდინერის როლს „Lifetime“-ის ფანტასტიკური ჟანრის დრამატული სერიალში „Witches of East End“ (2013–2014) და „The Good Doctor“-ში (2017-2018). უინტერი ასევე გამოჩნდა ფილმებში: „Harold & Kumar Escape from Guantanamo Bay“ (2008) და „The Ugly Truth“ (2009).
ადრეული ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლოს-ანჯელესის რეგიონის მკვიდრი, უინტერი დაიბადა ლა-მირადაში და გაიზარდა ლა-პუენტეში. მან დაამთავრა ლოს ალტოსის საშუალო სკოლა და კალიფორნიის უნივერსიტეტი - ფსიქოლოგიის ხარისხით.[1][2] თავდაპირველად მან დაიწყო მოდელად მუშაობა და საპნის ოპერებში პატარა როლებისთვის კასტინგებზე სიარული, კოლეჯის სწავლის საფასურისთვის ფულის გამომუშავების მიზნით.[2]
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მოდელირება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მსახიობურ როლებამდე, უინტერი იყო მოდელი და ჰქონდა რამდენიმე მაღალპროფილიანი სარეკლამო კამპანია ბეჭდურ მედიაში,როგორიცაა ერთი სარეკლამო რგოლი ტომი ჰილფიგერისთვის.იგი გამოჩნდა სატელევიზიო რეკლამაში ბრიტნი სპირსთან ერთად მისი სუნამოსათვის, „Curious“.
მსახიობობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]უინტერმა შეასრულა რექს ბრეიდის როლი დღის საპნის ოპერაში „ჩვენი ცხოვრების დღეები“[3] 2002 წლის 8 ივლისიდან 2005 წლის 26 ივლისამდე. „ჩვენი ცხოვრების დღეების“ დატოვების შემდეგ, მას ჰქონდა მეორეხარისხოვანი როლები სატელევიზიო შოუებში. უინტერი ასევე გამოჩნდა „პარკერების“ ეპიზოდ "ბუმერანგის ეფექტში". მსახიობი გამოჩნდა CBS-ის სერიალის „ყოფილების სიის“ ერთ ეპიზოდში და განმეორებით როლში,როგორც ჯეისონ მაკალისტერი, სენატორ რობერტ მაკალისტერის (რობ ლოუ) ძმის და კევინ უოკერის (მეთიუ რისი) საყვარლის როლში, ამერიკის სამაუწყებლო კომპანიის დრამაში „ძმები და დები“ .[4] უინტერი იყო მუდმივი მსახიობი CBS-ის მოკლევადიან სერიალებში „ვივა ლაფლინი“ და „მთვარის შუქი“. იგი გამოჩნდა მხატვრულ ფილმებში „ჰაროლდისა და კუმარის გაქცევა გუანტანამოს ყურიდან“ (2008) და „მახინჯი სიმართლე“ (2009). 2010 წელს, უინტერმა ითამაშა მაიკლ ფრენდის პერსონაჟი, ჯეინის (ალისა მილანო) წარმოსახვითი მეგობარი „Lifetime“-ის სატელევიზიო ფილმში „კვირაობით ტიფანისთან“. 2010-დან 2012 წლამდე, უინტერი გამოჩნდა „CBS“-ის კრიმინალურ დრამაში „მენტალისტი“, როგორც „FBI“ აგენტი კრეიგ ო'ლოფლინი, ამანდა რაიჯეტის პერსონაჟის გრეის ვან პელტის მეგობარი და შემდეგ საქმრო. 2012 წელს მას ჰქონდა განმეორებადი როლი, როგორც ლუკ ლურდი ამერიკის სამაუწყებლო კომპანიის კომედიურ-დრამატულ სერიალში „GCB“.[5] უინტერი გამოჩნდა ვიდეო თამაშში „ორი სულის მიღმა“.[6] 2013 წელს, უინტერმა დაიწყო მთავარი როლის თამაში „lifetime“-ის სატელევიზიო სერიალში „აღმოსავლეთის ბოლოს ჯადოქრები“, როგორც დეშ გარდინერი.[7] სერიალი გაუქმდა 2014 წლის 4 ნოემბერს, ორი სეზონის შემდეგ.[8] 2018 წლის ოქტომბერში, მან დაიწყო მთავარი როლის თამაში ამერიკის სამაუწყებლო კომპანიის დრამაში „ახალბედა“, როგორც ოფიცერი ტიმ ბრედფორდი.
ვიდეოთამაშები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]„Beyond: Two Souls“, რაიან კლეიტონის როლში (2013)
პირადი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]უინტერი დაქორწინებული იყო მსახიობ ელისონ ფორდზე 2001 წლიდან 2005 წლამდე. შემდეგ ის ორი წლის განმავლობაში ხვდებოდა როზელინ სანჩესს ვიდრე ისინი დაინიშნებოდნენ 2007 წელს, საშობაო არდადეგების დროს პუერტო რიკოში.[9] წყვილმა იქორწინა 2008 წლის 29 ნოემბერს, ისტორიულ ციხესიმაგრე სან ხუანში (პუერტო რიკო).[10] სანჩესს და უინტერს ჰყავთ ორი შვილი. ქალიშვილი, რომელიც დაიბადა 2012 წლის იანვარში და ვაჟი, რომელიც დაიბადა 2017 წლის ნოემბერში.[11][12]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ „1993 Prep Football All-Stars: Players From Bishop Amat on Top of Cream of the Crop : 1993 All-Stars: Four athletes from the school are named to first team, including repeat selection Rodney Sermons“. Los Angeles Times. December 9, 1993.
- ↑ 2.0 2.1 „Days of their lives“. Daily Bruin. April 27, 2005.
- ↑ Eric Winter: Biography. ციტირების თარიღი: July 7, 2014
- ↑ Ausiello, Michael. (October 22, 2007) Viva's Dead! Will Brothers & Sisters' Gay Reverend Return?. ციტირების თარიღი: July 7, 2014
- ↑ Andreeva, Nellie. (September 7, 2011) Eric Winter Joins ABC's New Series 'Good Christian Belles' As Recurring. ციტირების თარიღი: March 7, 2015
- ↑ McWhertor, Michael (July 12, 2012). „Beyond: Two Souls adds Kadeem Hardison, Eric Winter to cast“. Polygon.com. ციტირების თარიღი: August 3, 2015.
- ↑ Exclusive: Eric Winter Joins Lifetime's Witches of East End as Jenna Dewan-Tatum's New Beau (June 27, 2013). ციტირების თარიღი: July 7, 2014
- ↑ Andreeva, Nellie. (November 4, 2014) 'Witches Of East End' Cancelled By Lifetime After Two Seasons. ციტირების თარიღი: March 7, 2015
- ↑ Eric Winter and Roselyn Sanchez's Relationship: All About the Actor and Singer's Marriage en. ციტირების თარიღი: 2025-04-07
- ↑ „PR Actress Sanchez Marries Eric Winter“. The San Diego Union-Tribune. November 30, 2023. ციტირების თარიღი: November 29, 2023.
- ↑ Roselyn Sanchez, Eric Winter Welcome Daughter Sebella Rose (January 4, 2012). ციტირების თარიღი: August 3, 2015
- ↑ Diaz, Thatiana. (November 7, 2017) First Look: Roselyn Sanchez and Eric Winter Introduce Baby Dylan Gabriel Winter. People.com. ციტირების თარიღი: November 12, 2017
- დაბადებული 1976
- ამერიკელები
- მსახიობები
- მოდელები
- მსახიობები ეროვნების მიხედვით
- მსახიობები სფეროებისა და ქვეყნების მიხედვით
- მსახიობები სფეროების მიხედვით
- მსახიობები საუკუნეების მიხედვით
- მსახიობები საუკუნისა და ქვეყნის მიხედვით
- მსახიობები კონტინენტის მიხედვით
- მსახიობები ეთნიკური ან ეროვნული წარმომავლობის მიხედვით
- მსახიობები ანბანის მიხედვით
- ამერიკელი მამაკაცები
- ამერიკელი მსახიობები
- ამერიკელი მოდელები
- მოდელები ეროვნების მიხედვით