ერიკ ნენინგერი
| ერიკ ნენინგერი | |
|---|---|
| დაბადების თარიღი |
19 ნოემბერი, 1978 (47 წლის) სენტ-ლუისი, მისური, ა.შ.შ |
| საქმიანობა | მსახიობი |
| აქტიური | 2000-დღემდე |
| მეუღლე(ები) | ენჯელ პარკერი |
| შვილ(ებ)ი | 2 |
ერიკ ნენინგერი (დ. 19 ნოემბერი, 1978) — ამერიკელი მსახიობი. ის ყველაზე მეტად ცნობილია სკოტ ბრადოკის როლით 2003 წლის საშინელებათა ფილმში „Jeepers Creepers 2“. მას ასევე ჰქონდა პერიოდული როლები სერიალებში: „Malcolm in the Middle“, სადაც კურსანტ ერიკ ჰენსონს ასახიერებდა, და „One Day at a Time“, სადაც სკოტის როლს ასრულებდა.
ადრეული ცხოვრება და განათლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნენინგერი მისურის შტატში, სენტ-ლუისის ლადუ ჰორტონ უოტკინსის სახელობის საშუალო სკოლაში სწავლობდა. 1997 წელს ის ლოს-ანჯელესში გადავიდა დრამატული ხელოვნების ამერიკულ აკადემიაში სასწავლებლად, ხოლო 2000 წლიდან სწავლა ოქსფორდში, ბრიტანულ-ამერიკულ დრამატულ აკადემიაში განაგრძო.
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნენინგერმა მთავარი როლები შეასრულა ორ ფილმში: „Jeepers Creepers 2“ და „The Pool at Maddy Breaker's“. გარდა ამისა, მან მონაწილეობა მიიღო რამდენიმე ცნობილ ტელესერიალში, მათ შორის: „The X-Files“, „NCIS“, „CSI: Crime Scene Investigation“, „Generation Kill“ და „Malcolm in the Middle“. მას ასევე ჰქონდა მეორეხარისხოვანი როლი ტელესერიალში „Glory Daze“. 2011 წელს ნენინგერმა მონაწილეობა მიიღო ვიდეო თამაშში „L.A. Noire“, სადაც მისი ხმითა და გარეგნობით შეიქმნა პერსონაჟი მათეუს რაიანი — გამოგონილი კომპანია „InstaHeat“-ის თანამშრომელი.
პირადი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ის დაქორწინებულია მსახიობ ენჯელ პარკერზე. წყვილს ორი საერთო შვილი ჰყავს.[1]