ერიკ არტურო დელვალე
| ერიკ არტურო დელვალე | |
|---|---|
|
| |
| დაბადების თარიღი | 2 თებერვალი, 1937[1] |
| დაბადების ადგილი | პანამა |
| გარდაცვალების თარიღი | 2 ოქტომბერი, 2015[1] (78 წლის) |
| გარდაცვალების ადგილი | კლივლენდი |
| მოქალაქეობა |
|
| განათლება | ლუიზიანის შტატის უნივერსიტეტი |
ერიკ არტურო დელვალე (დ. 2 თებერვალი, 1937 – გ. 2 მარტი, 2015) — პანამელი პოლიტიკოსი. იგი იყო ვიცე-პრეზიდენტი ნიკოლას არდიტო ბარლეტას მმართველობისას. 1984 წლის სადავო არჩევნებისა და ბარლეტას იძულებითი გადადგომის შემდეგ, დელვალიე იყო პანამის პრეზიდენტი 1985 წლის 28 სექტემბრიდან 1988 წლის 26 თებერვლამდე.
1988 წელს მან სცადა მანუელ ნორიეგას გადაყენება შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელის პოსტიდან, თუმცა თავად გადაყენა საკანონმდებლო ასამბლეამ, რის შემდეგაც მიიმალა და საბოლოოდ ემიგრაციაში წავიდა.
წარმომავლობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დელვალე დაიბადა პანამა-სიტიში.[2] მისი ძმა, რაული, ეროვნული ასამბლეის ყოფილი წევრია (1984–1989). მისი ბიძა, მაქს დელვალიე, იყო პირველი ებრაელი პრეზიდენტი ლათინურ ამერიკაში (ორივე მათგანი „კოლ შეარიტ ისრაელის“ სინაგოგის წევრი იყო).[3] იგი ეკუთვნოდა მისი ოჯახის მიერ დაარსებულ „რესპუბლიკურ პარტიას“.
ადრეული წლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მან დაწყებითი განათლება ენკონის (Ancon) დაწყებით სკოლაში მიიღო, ხოლო საშუალო განათლება ხავიერის კოლეჯში (Colegio Javier). საუნივერსიტეტო სწავლა განაგრძო ლუიზიანას სულის (Soule) საბუღალტრო კოლეჯში, რომელიც ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობით დაამთავრა.
მოგვიანებით იგი მუშაობდა კომპანია „Santa Rosa“-ში, სადაც ეკავა პრეზიდენტისა და გენერალური მენეჯერის თანამდებობები. იგი ასევე იყო კომპანიების „Dixfield Investments“, „Haras del Águila“ და „Fertilizantes del Pacífico“ პრეზიდენტი.
პრეზიდენტობა (1985–1988)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დელვალე აირჩიეს ნიკოლას არდიტო ბარლეტას ვიცე-პრეზიდენტად 1984 წლის სადავო არჩევნებში, ხოლო ბარლეტას იძულებითი გადადგომის შემდეგ იგი მსახურობდა პანამის პრეზიდენტად 1985 წლის 28 სექტემბრიდან 1988 წლის 26 თებერვლამდე. დელვალიეს პრეზიდენტობა დაემთხვა მანუელ ნორიეგას დე ფაქტო სამხედრო მმართველობას და მისი ადმინისტრაციის დიდი ნაწილის განმავლობაში იგი ნორიეგას ერთგული მოკავშირე იყო.
1986 წელს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ინტერამერიკულ საკითხებში, ელიოტ აბრამსმა, ღიად მოუწოდა პანამის სამხედროებს ნორიეგას დამხობისკენ და მიანიშნა, რომ ეს გამოიწვევდა სამხედრო დახმარების აღდგენას. დელვალიეს მთავრობამ პროტესტი გამოთქვა და საჩივარი შეიტანა ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაციაში; თექვსმეტი ლათინოამერიკული სახელმწიფო შეუერთდა პანამას აშშ-ის განცხადების დაგმობაში.[4]
მას შემდეგ, რაც 1988 წლის 4 თებერვალს აშშ-ის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ (DEA) ნორიეგას ბრალი წაუყენა, დელვალემ წარუმატებლად სცადა ნორიეგას გადაყენება პანამის თავდაცვის ძალების ხელმძღვანელის პოსტიდან. ამის ნაცვლოდ, ნორიეგას მოკავშირეებმა საკანონმდებლო ასამბლეაში 22 თებერვალს კენჭი უყარეს დელვალიეს პრეზიდენტის პოსტიდან გადაყენებას და მის ნაცვლოდ განათლების მინისტრი მანუელ სოლის პალმა დანიშნეს.[5][6] მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად აცხადებდა, რომ პანამაში დარჩენას აპირებდა,[7] მოგვიანებით დელვალიე ამერიკის მთავრობის დახმარებით მიიმალა.[5]
1988 წელს ნორიეგა ცდილობდა გაეუქმებინა შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობა რაც იყო საბაბი იმისათვის, რომ იგი გადაყენებულ ყოფილიყო რესპუბლიკის პრეზიდენტის მიერ.
ნორიეგას წინააღმდეგ დეკლარაციის გაკეთებამდე, დელვალემ პირველ რიგში დარწმუნდა, რომ მისი დიდი ოჯახი უსაფრთხოდ იმყოფებოდა აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე პანამა-სიტიში. დელვალიეს არ გაუფრთხილებია თავისი კოლეგები იმის შესახებ, რის გაკეთებასაც აპირებდა, რამაც ისინი და მათი ოჯახები ნორიეგას მხრიდან შურისძიების დიდ საფრთხეში ჩააგდო. დისიდენტების დახმარებით, კურტ მიუზის ხელმძღვანელობით, მეორე ვიცე-პრეზიდენტმა როდერიკ ესკიველმა შეძლო დაგვიანებით გადაეყვანა თავისი ოჯახი აშშ-ის საელჩოს დაცვის ქვეშ, თუმცა თავად ესკიველმა პანამაში დარჩენა არჩია, რათა გაეგრძელებინა ნორიეგას წინააღმდეგ წინააღმდეგობის მოძრაობის ხელმძღვანელობა.[8]
მალე დელვალე ემიგრაციაში წავიდა აშშ-ში.[6] აშშ-ის პრეზიდენტ რონალდ რეიგანის ადმინისტრაციამ უარი თქვა დელვალიეს მემკვიდრეების ლეგიტიმურობის აღიარებაზე და ოფიციალურად აგრძელებდა დელვალიეს პრეზიდენტობის მხარდაჭერას მისი ვადის ოფიციალურ დასრულებამდე 1989 წლის მიწურულს.[5]
დელვალეს და ნორიეგას მიერ დანიშნულ მის მემკვიდრეებს პანამაში მეტსახელად „კლინექსის პრეზიდენტებს“ უწოდებენ მათი „ერთჯერადობის“ გამო.[9]
1994 წელს პრეზიდენტმა გილერმო ენდარამ იგი შეიწყალა ნორიეგას წლებში ჩადენილი ნებისმიერი დანაშაულისთვის.[10] პანამური ანტინორიეგისტული ორგანიზაციები დელვალეს ერიდებოდნენ როგორც აშშ-ის 1989 წლის ინტერვენციამდე, ისე მის შემდეგ, იმ ფორმის გამო, რომლითაც მან ქვეყანა 1988 წელს დატოვა.[8]
პირადი ცხოვრება და გარდაცვალება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დელვალიე დაქორწინებული იყო მარიელა დელვალიეზე.[11] იგი გარდაიცვალა 2015 წლის 2 ოქტომბერს, 78 წლის ასაკში, კლივლენდში, ოჰაიოს შტატში აშშ. პანამის მთავრობის მიერ მას მიეგეს სახელმწიფო პატივი; დაკრძალვის ცერემონია გაიმართა „კოლ შეარიტ ისრაელის“ სინაგოგაში, პანამა-სიტიში პანამა.[12]
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 Find a Grave — 1996.
- ↑ (1955) Gumbo Yearbook. Baton Rouge, Louisiana: Louisiana State University. LD3118 .G8 1954.
- ↑ Panama: Stability In The Cradle Of Transience. World Jewish Congress (2005). ციტირების თარიღი: 10 December 2008
- ↑ Harding 2006, p. 106.
- 1 2 3 Glenn J. Antizzo (2010). U.S. military intervention in the post-Cold War era: how to win America's wars in the twenty-first century. Baton Rouge: Louisiana State University Press, გვ. 43. ISBN 978-0-8071-3642-3.
- 1 2 Harding 2006, p. 108.
- ↑ William Branigan (28 February 1988). „Panama's President In Hiding; Delvalle Flees Home As Military Orders His Expulsion“. Washington Post. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 February 2016. ციტირების თარიღი: 30 September 2012.
- 1 2 Gilstrap, John, "Six Minutes to Freedom", Citadel Press, 2012
- ↑ Harding 2006, p. 100.
- ↑ „Briefs“. St. Louis Post-Dispatch. Reuters. 7 June 1994. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 August 2018. ციტირების თარიღი: 27 August 2017.
- ↑ William Branigin (10 March 1988). „Wife of Panama's Ousted President Asks U.S. to Be Ready to Invade“. Washington Post. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 February 2016. ციტირების თარიღი: 30 September 2012.
- ↑ Obituary
| |||||||