ერითროპოტამოსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ერითროპოტამოსი
Reka Luda Qna.jpg
მდინარე ერითროპოტამოსი
ქვეყანა დროშა: ბულგარეთი ბულგარეთი საბერძნეთის დროშა საბერძნეთი
სათავე როდოპის მთები
41°12′59″ ჩ. გ. 26°02′59″ ა. გ. / 41.21639° ჩ. გ. 26.04972° ა. გ. / 41.21639; 26.04972
შესართავი მარიცა
41°19′41″ ჩ. გ. 26°30′33″ ა. გ. / 41.32806° ჩ. გ. 26.50917° ა. გ. / 41.32806; 26.50917
შესართავის მდებარეობა საბერძნეთი
სიგრძე 100 კმ
Mariza Balkan topo de.jpg
მარიცის აუზი
ერითროპოტამოსი (საბერძნეთი)
Blue 0080ff pog.svg
Blue pog.svg

ერითროპოტამოსი (ბერძ. Ερυθροπόταμος – „წითელი მდინარე“) — მდინარე ბულგარეთის სამხრეთ და საბერძნეთის ჩრდილოეთ ნაწილში. მიედინება ბულგარეთის ივაილოვგრადის ოლქისა და საბერძნეთის ევროსის ნომის ტერიტორიაზე. მდინარის თურქული სახელწოდებაა „Küzüldeli Su“. სათავე აქვს როდოპის მთების სამხრეთ კალთაზე. სიგრძე დაახლოებით 100 კმ. მდინარე მარიცას ერთვის ქალაქ დიდიმოტიქონთან ახლოს.

ჯერ გაედინება ჩრდილოეთური მიმართულებით, შემდეგ აღმოსავლეთისაკენ იხრება, სანამ ისევ ჩრდილოეთურ მიმართულებას არ მიიღებს. შემდეგ ისევ აღმოსავლურ დინებას ექვემდებარება მდინარე მარიცის შეერთებამდე. ქვემო დინებაში გაშლილია დაბლობ ტერიტორიაზე.

ბულგარეთის ტერიტორიაზე ერითროპოტამოსს „Луда река“ ეწოდება.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]