ერთკუზიანი აქლემი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ერთკუზიანი აქლემი
Domestic Dromedary Merzouga.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Camelus dromedarius (Linnaeus, 1758)
გავრცელება
Dromedary Range.png
გავრცელება 2000 წლისთვის

ერთკუზიანი აქლემი,[1] დრომედარი,[2] ნარაქლემა[2] (ლათ. Camelus dromedarius) — ძუძუმწოვარი ცხოველი აქლემისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა დაახლოებით 250 სმ, სიმაღლე მინდაოში 180–210 სმ, მასა 450–550 კგ. ცნობილია მხოლოდ როგორც შინაური ცხოველი (მოშინაურებულია 5 ათასზე მეტი წლის წინათ ან უფრო ადრე). ერთკუზიანი აქლემის ველურად ცხოვრების უკანასკნელი ადგილი ჩრდილოეთი აფრიკა, არაბეთის ნახევარკუნძული და ამიერკავკასია იყო. ორკუზიანი აქლემისგან განსხვავდება კუზით, მაღალი ფეხებით, უფრო მოკლე და ღია ბეწვით, მალებისა და თავის ქალის აგებულებით. კარგად იტანს მაღალ სიცხეს, თუმცა ყინვებს ვერ უძლებს; შეუძლია 10 დღე წყლის გარეშე ყოფნა, შეკაზმულს 80 კილომეტრის გავლა, 16 კმ/სთ სიჩქარის განვითარება, ზოგჯერ 23,5 კმ-სთ-მდეც. აშენებენ ჩრდილოეთ აფრიკაში, წინა და ცენტრალურ აზიაში, ინდოეთში; შეყვანილია მექსიკასა და ავსტრალიაში.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, გვ. 37, თბ. 1977 წელი.
  2. 2.0 2.1 დრომედარი // უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი [3 ტომად], 1-ლი გამოც., თბ.: ფანტაზია, 2006.