ერთეულთა საერთაშოირისო სისტემა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ სი (მრავალმნიშვნელოვანი).

ერთეულთა საერთაშორისისო სისტემა ანუ შემოკლებით სი (შემოკლ. ფორმა ფრანგ.: Système international d'unités) ფიზიკური სიდიდეების ერთეულთა სისტემა, რომელიც მიღებულია ზომა-წონის XI გენერალური კონფერენციის მიერ (1960 წლის ოქტომბერი, პარიზი). იგი წარმოადგენს დღეისათვის ყველაზე ფართოდ გავრცელებულ საზომ ერთეულთა სისტემას, როგორც მეცნიერებაში ასევე ყოველდღიურ ცხოვრებაში.

სი ოფიციალურად შემოღებულ იქნა 1960 წელს და მას საფუძვლად დაედო ე. წ. მეტრული სისტემა. სიმ მალევე ჩაანაცვლა მანამდე არსებული ზომის ისტორიული ერთეულები თითქმის ყველა ქვეყანაში. მნიშვნელოვან გამონაკლისს წარმოადგენს აშშ და დიდი ბრიტანეთი.

ერთეულები[რედაქტირება]

სი შედგება ზომათა ერთეულებისა და წინსართებისაგან. სი ზომათა ერთეულები იყოფა ორ ჯგუფად: შვიდი ძირითადი და მათგან წარმოებული ერთეულები.

ძირითადი სი ერთეულები
ერთეული მოკლე აღნიშვნა ფიზიკური სიდიდე
მეტრი სიგრძე
კილოგრამი კგ მასა
წამი წმ დრო
ამპერი დენის ძალა
კელვინი °K ტემპერატურა
მოლი მოლ ნივთიერების რაოდენობა
კანდელა კდ სინათლის ძალა

წინსართების დამატებით შესაძლებელია ძირითადი ერთეულებისაგან იმავე ფიზიკური სიდიდის აღმწერი უფრო მცირე ან უფრო დიდი ერთეულების წარმოქმნა. ძირითადი და წარმოქმნილი ერთეულები ათის ჯერადი რიცხვით განსხვავდებიან. მაგალითად კილო აღნიშნავს ათასჯერ მეტს, ხოლო დეცი ათჯერ ნაკლებს ვიდრე თავდაპირველი ერთეული. მაგალითად, დეციმეტრი მეტრის მეათედია, ხოლო კილომეტრი ათასი მეტრი. რამდენიმე წინსართის ერთად გამოყენება იკრძალება.

სხვა გავრცელებული ზომის ერთეულები[რედაქტირება]

ბევრი ერთეული რომელიც ფართოდ გამოიყენება მეცნიერებასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში, სი ერთეულებისაგან არ იწარმოება კანონიკური წინსართების დამატებით. მნიშვნელოვან მაგალითებს განეკუთვნება:

  • დროის ერთეულების უმეტესობა — წუთი, საათი, წელიწადი.
  • ტემპერატურის ერთეული ცელსიუსი (გამოიყენება სი ერთეული - კელვინის ნაცვლად).
  • ელექტრული ენერგია იზომება კილოვატსაათებში მეგაჯოულების ნაცვლად.
  • სიჩქარეები იზომება კილომეტრ/საათებში მეტრ/წამის ნაცვლად.
  • საზღვაო საქმეში მანძილის და სიჩქარის ერთეულად ხშირად იყენებენ საზღვაო მილს და კვანძს (საზღვაო მილი/საათში).
  • ასტრონომიაში მანძილებს ზომავენ ასტრონომიულ ერთეულებში, პარსეკებსა და სინათლის წლებში.
  • ფიზიკასა და ქიმიაში, ატომურ მაშტაბებში გამოიყენება ისეთი ერთეულები როგორიცაა ანგსტრემი, ელექტრონვოლტი და ბარნი
  • მედიცინაში სისხლის წნევა იზომება ვერცხლისწყლის სვეტის მილიმეტრებში და არა პასკალებში.

კანონმდებლობა[რედაქტირება]

2010 წლიდან ევროკავშირი კრძალავს იმპორტირებულ საქონელზე არა სი ერთეულების გამოყენებას. აკრძალვა ეხება პროდუქციის აღწერას, შეფუთვას, გამოყენების ინსტრუქციებს და რეკლამას.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • BW Petley (2004). Symbols, Units, Nomenclature, & Fundamental Physical Constants. IUPAP-39. [1]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]