ერთენიზის ხიდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ერთენიზის ხიდი — ხიდი თურქეთში, ჩაიელის აუზის ერთ-ერთი შენაკადის, ჰავიარდერესის ხეობაში, სოფელ ერთენიზში. ის საკმაოდ კარგადაა შემონახული.

ხიდს აქვს ნახევარწრიული თაღი, რომელიც გამართულია კარგად დამუშავებული მოგრძო ფორმის ქვების ერთი რიგით. ხიდს აქვს თავსართი. მისი სიგრძე — 32 მ, სიგანე — 2,20 მ. ნაგებობა შედარებით მოგვიანო პერიოდის ჩანს. სავალ ნაწილს გვერდით აქვს მოგვიანო პერიოდში დაშენებული მოაჯირი. მოგვიანებით იგი, ადგილობრივ მცხოვრებლებს დაუსაფეხურებიათ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ისტორიული ჭანეთის აღმოსავლეთ ნაწილში დაცული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები (საფორტიფიკაციო ნაგებობები, ეკლესიები, საკომუნიკაციო და საყოფაცხოვრებო არქიტექტურის ნიმუშები), ბათ., 2014, გვ. 81 ISBN 978-9941-0-6458-6.