ერთაწმინდის ნასოფლარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ერთაწმინდის ნასოფლარიარქეოლოგიური ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ერთაწმინდის სამხრეთით, სამიოდე კილომეტრზე, ადგილ გავაზურში. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. ნასოფლარზე ზედაპირულად იკრიფება წითლად გამომწვარი უხეშკეციანი თიხის ჭურჭლის ნამტვრევები, შემორჩენილია რამდენიმე ნასახლარი ბუდე, თიხის ხსნარითა და რიყის ქვით ნაგებ შენობათა საძირკვლები. აქვეა ნატეხი ქვით ნაგები დარბაზული ეკლესიის ნანგრევები, რომლის აღმოსავლეთ ფასადზე, კედლის წყობაში კარგად გათლილი ქვიშაქვების რამდენიმე კვადრია ჩართული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]