ერეკლე II-ის მონეტები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ერეკლე II-ის მონეტებიერეკლე II-ის სახელით თბილისის ზარაფხანაში მოჭრილი რამდენიმე ტიპისა და ნომინალის სპილენძის მონეტები, მათ შორის უადრესია თეიმურაზ II-ისა და ერეკლეს სახელით ჰიჯრით 1166, 1168 (1752–1756) მოჭრილი მონეტები. მეორე ტიპისაა ერეკლეს მონეტები, რომლებიც ჰიჯრით 1179 (1765–1766) მოიჭრა. მესამე ტიპისა მოიჭრა ერეკლეს სახელით ჰიჯრით 1190 (1776–1777). მეოთხე ტიპის მონეტებზე ევროპული თარიღია. მეხუთე ტიპის მონეტები მოიჭრა ჰიჯრით 1210 (1795–1796). სხვადასხვა ტიპის მონეტები ერთმანეთისგან განსხვავდება შუბლზე და ზურგზე მოთავსებული გამოსახულებებითა და წარწერებით. დიდ იშვიათობას წარმოადგენს ერეკლეს სახელით მოჭრილი ოქროს მონეტა, რომლის შუბლზე ევროპული თარიღია (1796), ხოლო ზურგზე თარიღი მოცემულია ჰიჯრით 1203 (1788/1789). მონეტა მოჭრილია აღა-მაჰმად-ხანის ამაოხრებელი ლაშქრობის შემდეგ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]