ერევნის მღვიმე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ერევნის მღვიმემუსტიეს ხანის I ნახევრის არქეოლოგიური ძეგლი ქ. ერევნის ტერიტორიაზე, მდინარე რაზდანის ხეობის მარჯვენა ნაპირას. 1967-1968 წლებში გათხარა ბ. ერიწიანმა. მღვიმეში აღმოჩნდა ლითოლოგიურად ერთმანეთისაგან განსხვავებული 7 ფენა (ძეგლი კლდოვან იატაკამდე გათხრილი არ არის), რომლებიც ვიურმის გამყინვარების I ნახევრით თარიღდება. წვეტანების, სახოკების, დანებისა და სხვა იარაღის დასამზადებლად ძირითადად გამოყემებულია ობსიდიანი. ერევნის მღვიმის ქვის ინდუსტრიის სპეციფიკური თავისებურებას წარმოადგენს იარაღისა და ნამზადის გამიზნული ფრაგმენტაცია. ერევნის მღვიმეში აღმოჩნდა როგორც თბილი, ისე ცივი ჰავის მოყვარე ცხოველების ძვლები (ჯიხვი, ცხვარი, კანჯარი, ცხენირეში, ჩრდილოეთის ირემი, მარტორქა და სხვა).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Ерицян Б. Г., Семенов С. А. Новая нижнепалеолитеческая пещера „Ереван“, „Краткие сообщения Института археологии АН СССР“, 1971, в. 126;