ერედვის ცხეთიჯვარის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ერედვის ცხეთიჯვარის ეკლესია — არქიტექტურის ძეგლი, საკულტო ნაგებობა ერედვის მუნიციპალიტეტის სოფელ ერედევში, უბანი "ბერულას" დასავლეთით 2-3 კმ. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

მცირე ზომის დარბაზული ეკლესია ნაგებია მოწითალო ფერის ქვით. ინტერიერში აღმოსავლეთით ბრტყელი აბსიდაა, ცენტრში მცირე ზომის ვიწრო სარკმლით. სამხრეთ-აღმოსავლეთის და ჩრდილო-აღმოსავლეთის კუთხეებში ვიწრო ნიშებია. აბსიდის კედელს მიშენებული აქვს 1 მ სიმაღლისა და 45 სმ სიგანის კარნიზი, რომელიც შუაში ამაღლებულია და ტრაპეზის მოვალეობას ასრულებს. სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილში არქიტრავული კარებია. ჩრდილოეთ კედელზე, ცენტრში, ვიწრო პილასტრია და მისგან აღმოსავლეთით და დასავლეთით ორი თაღედი გადადის, კამარა ცილინდრულია. დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებს ერთსაფეხურიანი კარნიზი აქვს. კედლები ნაშენია მცირე ზომის ფლეთილი ქვით.

ფასადების კუთხეები მოწითალო ფერის ქვის თლილი კვადრებითაა ამოყვანი-ლი, ხოლო კედლის სიბრტყეები - ფლეთილი ქვით.

ეკლესიას შემოუყვება მარტივი, სწორკუთხა პროფილის კარნიზი, რომელიც ასევე წითელი ტუფისაა. ეკლესია შიფერითაა გადახურული.

ეკლესიის გარშემო გალავნის მცირე ფრაგმენტები შემორჩა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ. 59