ერედვის ბერის საყდარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ბერის საყდარიX საუკუნის შუა წლების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი სოფელ ერედვის მახლობლად (გორის მუნიციპალიტეტი), სამეკლესიიანი ბაზილიკის ერთ-ერთი გვიანდელი ნიმუში (ამჟამად ძალზე დაზიანებულია). ბერის საყდრის თავისებურება ისაა, რომ მის გარშემოსავლელში არ არის გამოყოფილი აღმოსავლეთის ოთახები—სამსხვერპლო და სადიაკვნე, იგი ერთიანი, დაუნაწევრებელი გალერეაა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]