შინაარსზე გადასვლა

ერებრუს ციხე

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ერებრუს ციხე
სტატუსი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი[1]
ქვეყანა შვედეთის დროშა შვედეთი
მდებარეობა და ფუნქცია
მდებარეობა ერებრუ, შვედეთი
ტიპი ციხესიმაგრე
Map
https://orebroslott.se

ერებრუს ციხე (შვედ. Örebro slott) — შუა საუკუნეების ციხესიმაგრე მდინარე სვარტონზე, ერებრუს ოლქში, შვედეთში. იგი გაფართოვდა სამეფო ოჯახის, ვაზას დინასტიის მმართველობის პერიოდში და საბოლოოდ აღდგენილ იქნა 1900 წლის ბოლოს. ზოგიერთი ოთახი გამოიყენება საკლასო ოთახებად კაროლინსკას გიმნაზიის მოსწავლეებისთვის.[2]

ციხესიმაგრე მდებარეობს კუნძულზე, მდინარე სვარტონში. მისი სახელწოდება მომდინარეობს პატარა ქვებისგან („ör“), რომლებსაც მდინარე ატარებს, ხოლო სიტყვის მეორე ნაწილი მოდის ხიდისგან („bro“).

ციხესიმაგრის უძველესი ნაწილი, თავდაცვითი კოშკი, აშენდა XIII საუკუნის მეორე ნახევარში. სავარაუდოდ, იგი აშენდა შვედეთის მეფე მაგნუს II-ის მმართველობის პერიოდში (1316-1374). 1364 წელს ალბრეხტ მაკლენბურგმა (დაახლოებით 1340-1412) ციხესიმაგრე დაიპყრო. ეს სავარაუდოდ იყო დღევანდელი ციხესიმაგრის წინამორბედი, რომელიც აშენდა პატარა კუნძულზე მდინარე სვარტოს შიგნით. სავარაუდოდ, სიმაგრე შედგებოდა თავდაცვითი კოშკისა და მის გარშემო არსებული კედლისგან.[3] XIV საუკუნეში კოშკს დაემატა ნაგებობები უფრო დიდი ციხესიმაგრის შესაქმნელად. შვედეთის მეფე კარლ IX-ის (1550-1611) მმართველობის დროს, სიმაგრე გადაკეთდა რენესანსის სტილის ციხესიმაგრედ. 1764 წლიდან ციხესიმაგრე ემსახურება ერებრუს ოლქის გუბერნატორის რეზიდენციას.[4]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Bebyggelseregistret
  2. Karolinska gymnasiet. ციტირების თარიღი: September 1, 2020
  3. Albrekt av Mecklenburg. ციტირების თარიღი: September 1, 2020
  4. Magnus 7 Eriksson. ციტირების თარიღი: September 1, 2020