ერდის პლატო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ერდის პლატოკლდოვანი პლატო აფრიკაში. მდებარეობს ჩადის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ლიბიასთან და სუდანთან სახელმწიფო საზღვრის სიახლოვეს.

მთიანი პლატო აგებულია ქვიშაქვებით, მისი სიმაღლე ზღვის დონიდან აღწევს 1115 მეტრს. ერდის პლატოზე იზრდება ქსეროფილური მარცვლოვნები და ბუჩქები. ერდის პლატოსა და ენედის პლატოს შორის მდებარეობს მურდის უდაბნო.

2005 წლამდე პირველი და ერთადერთი სამეცნიერო ექსპედიცია ამ შორეულ რეგიონში განხორციელდა 1923 წელს ოქსფორდის უნივერსიტეტის სტუდენტის აჰმედ ფაშა ჰასანეინის მიერ. 2005 წლის ბოლოს პლატოს კვლევას აწარმოებდა გერმანელმა გეოგრაფმა და კლიმატოლოგმა შტეფან კროპელინმა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Raoul Schrott: Die fünfte Welt. Innsbruck: Haymon Verlag 2007.