შინაარსზე გადასვლა

ერატოსთენული პერიოდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ერატოსთენული პერიოდი (ინგლ. Eratosthenian period; 3.2 — 1.1 მლრდ. წლის წინ) — მთვარის გეოლოგიურ ისტორიაში პერიოდია, რომელიც 3.2 მილიარდი წლის წინ დაიწყო და 2.1 მილიარდი წელი გაგრძელდა. ეს პერიოდი ხასიათდება მთვარეზე ვულკანური აქტივობის შემცირებით, ასევე დარტყმითი მოვლენების სიხშირის თანამედროვე დონემდე შემცირებით. მთვარის ზედაპირის ზოგიერთ უბანში, სპორადული ლავის ნაკადები პერიოდის ბოლომდე გაგრძელდა.

ერატოსთენულ პერიოდში წარმოქმნილი იშვიათი კრატერები არ არის დაფარული ლავის ნაკადებით, ინარჩუნებენ თავიანთ პირველად რგოლის სტრუქტურას და მეორად კრატერებს, მაგრამ დაკარგეს ღია ფერის სხივური სისტემები. ასეთი კრატერების ტიპური მაგალითია ერატოსთენე, რომელმაც პერიოდს სახელი დაარქვა.

ადრეიმბრიული ეპოქაგვიანიმბრიული ეპოქაპრე-ნექტარული პერიოდინექტარული პერიოდიერატოსთენული პერიოდიკოპერნიკული პერიოდი
მილიონობით წლის წინათ

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]