შინაარსზე გადასვლა

ერასტოსი (სამოცდაათთაგანი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ერასტოსი
დაიბადა კორინთი
გარდაიცვალა I საუკუნე
რომი
ხსენების დღე 26 ივლისი
მოღვაწეობა მღვდელი

მოციქული ერასტოსი[1][2] (ძვ. ბერძნ. Ἔραστος) — ქრისტეს 70 მოციქულთაგანი. იყო პანეადის ეპისკოპოსი. მართლმადიდებელ ეკლესიაში მისი ხსენების დღეა 10 (23) ნოემბერი და 4 (17) იანვარი (სამოცდაათ მოციქულთა კრება), კათოლიკურში26 ივლისი.

ცხოვრება და მოწამეობრივი აღსასრული

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოციქული ერასტოსი თავდაპირველად იერუსალიმის ეკლესიის დიაკონი და მნე იყო, შემდეგ კი — პანეადის ეპისკოპოსი.

მოციქული ერასტოსი ახალ აღთქმაში იხსენიება რამდენიმე ადგილას:

ვიკიციტატა
„და მიავლინნა მაკედონიად ორნი მსახურნი მისნი, ტიმოთე და ერასტოს, ხოლო იგი დაადგრა ჟამ რავდენმე ასიას შინა.“
(საქმე 19,22)
ვიკიციტატა
„გიკითხავს თქუენ გაიოს, მესტუმრე ჩემი და ყოვლისა ეკლესიისაჲ, გიკითხავს თქუენ ერასტოს, მნე ქალაქისაჲ, და კუარტოს ძმაჲ.“
(რომ. 16,23)
ვიკიციტატა
„ერასტოს დადგა კორინთეს შინა; ხოლო ტროფიმე დაუტევე მელიტონს შინა უძლური.“
(2 ტიმ. 4,20)
  1. წმიდა მოციქულნი: ერასტოსი, ულუმპი, იროდიონი, სოსიპატრე, კუარტოსი და ტერტიოსი - სამოცდაათთაგანნი (I) — orthodoxy.ge
  2. გაბიძაშვილი ე., „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ენციკლოპედიური ლექსიკონი“, თბილისი, 2007.  გვ. 308, ISBN 978-99940-69-47-7.