შინაარსზე გადასვლა

ერასტი თურქისტანიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ერასტი თურქისტანიშვილი (დ. უცნობია ― გ. 1735) — ქართველი მწიგნობარი.[1]

განათლება მიიღო თბილისში ლათინ პატრებთან, შეისწავლა ლათინური, იტალიური და ფრანგული ენები, მიიღო კათოლიციზმი. 1724 წელს ვახტანგ VI-ს გაჰყვა რუსეთის სამეფოში. მეფის დავალებით რუსულიდან ქართულად თარგმნა „აპოფთეგმატა“, რომლის ორი რედაქცია არსებობს — ვრცელი და მოკლე. თურქისტანიშვილის მიერ თარგმნილი მოკლე რედაქცია ვახტანგ VI-მ გალექსა და „სიბრძნე მალაღობელი“ უწოდა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]