შინაარსზე გადასვლა

ერარიუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არ უნდა აგვერიოს შემდეგ მნიშვნელობა(ებ)ში: აერარიუმი.
რომის სატურნის ტაძარი, სადაც მდებარეობდა ერარიუმი

ერარიუმი (ლათ. aerarium < aes — „სპილენძი, ფული“) — სახელმწიფო ხაზინა რომში. მდებარეობდა სატურნის ტაძარში, იქვე იყო არქივი. რესპუბლიკის ეპოქაში ერარიუმი სენატის განკარგულებაში იყო, მას განაგებდა ერარიუმის ორი კვესტორი. იმპერიის დროს ერარიუმი იმპერატორებს ეკუთვნოდა, თანდათან შეერწყა იმპერატორის ხაზინას (ფისკუსს). თავდაპირველად ერარიუმს ხელმძღვანელობდა ერთ-ერთი პრეტორი, ნერონის დროს შეიქმნა ერარიუმის პრეფექტის თანამდებობა.[1]

  1. Алмазова Н. С. Эрарий // Большая российская энциклопедия. т. 35. — М., 2017. — стр. 421.