ერაზმ ვიტელო
ერაზმ ვიტელო | |
---|---|
პოლ. Witelon | |
დაბ. თარიღი | 1230[1] |
დაბ. ადგილი | უცნობი |
გარდ. თარიღი | 1275[2] [3] [1] |
გარდ. ადგილი | Abbaye de Vicogne[4] |
მოქალაქეობა | Duchy of Silesia |
საქმიანობა | მათემატიკოსი[5] , ფიზიკოსი[5] , ფსიქოლოგი[5] , ფილოსოფოსი[5] , თეოლოგი[5] , Christian monk, ბერი[6] და კლერიკი |
ალმა-მატერი | პარიზის უნივერსიტეტი |
ერაზმ ვიტელო (პოლ. Erazmus Ciołek Witelo; დაახლ. 1220 — დაახლ. 1280) — შუა საუკუნეების სწავლული. დედით პოლონელი, მამით გერმანელი. სწავლობდა სორბონში.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ერაზმ ვიტელო ეკუთვნის ლეგენდებით გარემოცულ საინტერესო მეცნიერთა რიცხვს. ეს პოლონეთის მიწაზე დაბადებული პირველი მათემატიკოსი და პირველი მეცნიერია. მისი დაბადებისა და გარდაცვალების ზუსტად თარიღი უცნობია, მაგრამ უსაფუძვლო არაა ჩავთვალოთ, რომ იგი დაიბადა 1220-1230 წლებს შორის ვროცლავთან ახლოს. ვიტელო იყო პოლონელი ქალის და ტიურინგიიდან გადმოსახლებული გერმანელის შვილი. ეს უკანასკნელი პოლონეთში გადმოსახლდა ბოლესლავ მორცხვის დროს. ვიტელო სწავლობდა უცხოეთის უნივერსიტეტებში. დაახლოებით 1253 წელს ის სწავლობდა პარიზში. სილეზიაში დაბრუნების შემდეგ რამდენიმე წელი მუშაობდა მასწავლებლად, ალბათ, ლეგცინის სკოლაში. 1262-1268 წლებში ვიტელო ცხოვრობდა პადუაში, სადაც ეუფლებოდა საკანონმდებლო სამართალს, ფილოსოფიას და ზუსტ მეცნიერებებს. პადუიდან გამოგზავნილ წერილზე ვიტელო აწერდა ვიტელო პლებანუსის სახელს, ამოტომ ფიქრობდნენ, რომ იგი აპირებდა სასულიერო პირი გამხდარიყო. დაახლოებით 1269 წელს ვიტელომ გაიცნო პაპის აღმსარებელი და რომში გაემგზავრა, იგი იქ პაპ კლემენტ IV-ის კარზე იმყოფებოდა. რომში ვიტელო ძირითადად მათემატიკაში მუშაობდა. რომში ყოფნისას ვიტელომ ლათინურად დაწერა ორი წიგნი,პირველი მათგანი იყო „დასკვნები ევკლიდეს საწყისებიდან“. ეს წიგნი შეიცავდა ევკლიდეს შემდეგ აღმოჩენილ ყველა თეორემას და სამწუხაროდ დაიკარგა.
ვიტელოს მეორე ნაშრომია ტრაქტატი ოპტიკაზე ათ წიგნად, რომლის სრული სათაურია „მეცნიერ მათემატიკოს ვიტელოს მსჯელობანი ოპტიკის შესახებ, ე. ი. სხივთა არსზე, მის მიზეზზე და გადაცემაზე, მხედველობაზე, სინათლეზე, ფერენზედა ფორმებზე, რასაც ჩვეულებრივად პერსპექტივა ეწოდება, ათი წიგნი“. ტრაქტატი გამოიცა 1272 წლის ბაზელში. პირველი წიგნი შეიცავს თეორემებს და მათ მათემატიკურ დამტკიცებებს. ვიტელოს ტრაქტატმა მეცნიერების ისტორიაში დიდი როლი ითამაშა, მისგან ბევრჯერ გადაიღეს ასლი, გადაწერეს და გადაბეჭდეს, ხშირად მოკლე სათაურით „ოპტიკა“ ან „პერსპექტივა“. ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ ტრაქტატი არ შეიცავდა რაიმე ახალ იდეებს, მაგრამ იგი მაინც ძირითადი ნაშრომები გახდა ოპტიკაში, როგორც სასწავლო სახელმძღვანელო, რომელსაც ბევრი გამოჩენილი მეცნიერი იყენებდა. ესენი იყვნენ: კოპერნიკი, კეპლერი, რეგიომონტანი.
კემპელმა, ვიტელოს „ოპტიკის“ გამოსვლის ოთხასი წლის შემდეგ, ერთ-ერთ თავის ტრაქტატს ოპტიკაში მოკრძალებით უროდა Ad Vitellonem Paralipomena“, ე.ი. „ვიტელოს დამატება“. ვიტელოს დამსახურება ოპტიკის სფეროში იმდენად ცნობილია, რომ მთვარის ერთ-ერთ კრატერს მისი სახელი დაარქვეს. მისი მიღწევები მათემატიკაში დიდი არაა, როგორც ოპტიკაში, მაგრამ მაინც იმსახურბს ყურადღებას. ვიტელო ეკუთვნოდა მეცნიერთა იმ მცირე წრეს,რომლებიც იმ დროს მუშაობდნენ მეორე და მეტი ხარისხის წრფეებზე.მათ გამოსახაზად ვიტელომ შესაბამისი ხელსაწყოც კი შექმნა. არაჩვეულებრივად იცოდა ტრიგონომეტრია და მას იშველიებდა ოპტიკის დარგში თავის გამოკვლევებში.
ვიტელოს საქმიანობა XIII საუკუნის მეორე ნახევარს განეკუთვნება, როდესაც პოლონეთის სკოლებში მათემატიკის შესწავლა დაყვანილი იყო კალენდრის მცნებამდე და ძირითად ციურ მოვლენებზე. უნივერსიტეტებში სტუდენტები სწავლობდნენ ზეპირად, ყოველგვარი დამტკიცცების გარეშე, თეორემებს ევკლიდეს „საწყისებიდან“. თავის ცდებს ოპტიკაში ვიტელო ატარებდა ლაისოტას მთაზე, კრაკუსის საფლავთან. ზოგიერთი ისტორიკოსი ამტკიცებს, რომ იმ დროიდან გაიზარდა ლეგენდების რიცხვი პან ტვარდოვსკიზე.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- რ. სობესიაკი, დიდი ფიზიკოსები, თბ., 1978, გვ., 12-14
- Clemens Baeumker, "Witelo: Ein Philosoph und Naturforscher des dreizehnten Jahrhunderts," Beiträge zur Geschichte der Philosophie des Mittelalters, part 3, no. 2, Münster, Aschendorff, 1908.
- Władysław Tatarkiewicz, Historia filozofii (History of Philosophy), 3 vols., Warsaw, Państwowe Wydawnictwo Naukowe, 1978.
- Jerzy Burchardt, "The Discovery of the Rainbow in Crystal by Witelo"
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Online Galleries, History of Science Collections, University of Oklahoma Libraries[მკვდარი ბმული] High resolution images of works by and/or portraits of Witelo in .jpg and .tiff format.
- Erasmus Ciołek Witelo monument in the Żórawina village, Wrocław County, Lower Silesian Voivodeship, SW Poland.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 CERL Thesaurus — Consortium of European Research Libraries.
- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #118975765 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ LIBRIS — National Library of Sweden.
- ↑ https://books.google.fr/books?redir_esc=y&hl=fr&id=AX-Mi1XklNoC&q=WITELO#v=snippet&q=WITELO&f=false — გვ. 549.
- ↑ 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 The Fine Art Archive — 2003.
- ↑ Czech National Authority Database