ეჟენ ვიოლე-ლე-დიუკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ეჟენ ვიოლე-ლე-დიუკი
Eugene viollet le duc.jpg
პირადი ინფორმაცია
დაბ. თარიღი 25 იანვარი, 1814
დაბ. ადგილი პარიზი[1]
გარდ. თარიღი 17 სექტემბერი, 1879 (65 წლის)
გარდ. ადგილი ლოზანა
დასაფლავებულია ბუა-დე-ვოს სასაფლაო
ნამუშევრები და მიღწევები
საქმიანობა არქიტექტორი, რესტავრატორი, ისტორიკოსი, არქიტექტურის თეორეტიკოსი
ეროვნება ფრანგი
მოქალაქეობა საფრანგეთი[2]
მიმართულება რომანტიზმი, ფრანგული გოტიკა
მნიშვნელოვანი პროექტები აბადის ციხესიმაგრე, მონდარდიეს ციხესიმაგრე, ლა-ფლაშერის ციხესიმაგრე, თავისუფლების ქანდაკება და ტრაიანეს კოლონა რომში
ჯილდოები სამეფო ოქროს მედალი და საპატიო ლეგიონის ორდენის კომანდორი
ხელმოწერა Signature d'Eugène Viollet Le Duc - Archives nationales.jpg

ეჟენ ემანუელ ვიოლე-ლე-დიუკი (ფრანგ. Eugène Emmanuel Viollet-le-Duc; დ. 25 იანვარი, 1814, პარიზი — გ. 17 სექტემბერი, 1879, ლოზანა) — ფრანგი არქიტექტორი, ისტორიკოსი და არქიტექტურის თეორეტიკოსი. სწავლობდა ა. ფ. რ. ლეკლერთან და ხატვის სკოლაში (1834–1836) პარიზში. ეწვია იტალიას (1836–1837). 1840 წლიდან, პროსპერ მერიმეს (იმდროინდელი საფრანგეთის ისტორიული ძეგლების გენერალური ინსპექტორის) ინიციატივით, სისტემატიურად დაკავდა რომანული და გოტიკური არქიტექტურის ძეგლების რესტავრაციითა და რეკონსტრუქციით: ვეზლეს (1840–59), ამიენის (1849–74), ტულუზის (1860–62), რეიმსისა (1861–73) და კლერმონ-ფერანის (1862-დან) ტაძრები; ისტორიული შენობები პარიზში (სენტ-შაპელი და ნოტრ-დამი, 1844-დან, ჟ. ბ. ა. ლასიუსთან ერთად; სენ-დენის სააბატო, 1846-დან), კარკასონისა (1849-დან) და ავინიონის (1860–68) გალავნები, აგრეთვე პიერფონის ციხე (1857–70) და სხვ.[3]

საკუთარი ნაგებობები შესრულებულია რომანტიზმის სტილში (სასახლე დობრე ქალაქ ნანტში, საკუთარი ვილა ლოზანაში, 1874–1878 და სხვ.) და ყველაზე ხშირად ფრანგული გოტიკის სტილიზაციას ახდენს (ეკლესიები კარკასონში, ეიან-სიურ-ტოლონსა და სენ-დენიში, 1850–60-იანი წლები). ავტორია კაპიტალური შრომებისა XI–XVI საუკუნეების ფრანგული არქიტექტურისა და დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ისტორიის შესახებ. ასწავლიდა პარიზის ნატიფ ხელოვნებათა სკოლაში (1863 წლიდან — პროფესორი). 1870 წლიდან ცხოვრობდა ლოზანაში, სადაც 1873–76 წლებში რესტავრაცია ჩაუტარა ტაძარს.[3]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. გერმანიის ეროვნული ბიბლიოთეკა, ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკა, ბავარიის სახელმწიფო ბიბლიოთეკა და სხვ. Record #118804715 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. RKDartists
  3. 3.0 3.1 Кулаков В. А. Виолле-ле-Дюк Эжен Эмманюэль // Большая российская энциклопедия. т. 5. — М., 2006. — стр. 363–364.