ეჟენი კოტონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეჟენი კოტონი
ფრანგ. Eugénie Cotton
დაბ. თარიღი 13 ოქტომბერი, 1881(1881-10-13)[1] [2]
დაბ. ადგილი სუბიზი[3]
გარდ. თარიღი 16 ივნისი, 1967(1967-06-16)[3] [2] (85 წლის)
გარდ. ადგილი სევრი[3]
მოქალაქეობა საფრანგეთი
საქმიანობა ფიზიკოსი და ქალთა უფლებების დამცველი
მუშაობის ადგილი École normale supérieure de jeunes filles
ალმა-მატერი École normale supérieure de jeunes filles
მეუღლე ემე კოტონი
ჯილდოები საერთაშორისო ლენინური პრემია "ხალხთა შორის მშვიდობის განმტკიცებისათვის", საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი და სტალინის საერთაშორისო პრემია ხალხთა შორის მშვიდობის განმტკიცებისათვის

ეჟენი კოტონი (ფრანგ. Eugénie Cotton; დ. 13 ოქტომბერი, 1891, სუბიზი — გ. 3 ოქტომბერი, 1967) — ფრანგი ფიზიკოსი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1891 წლის 13 ოქტომბერს საფრანგეთის სამხრეთ მდებარე ქალაქ სუბიზში, კომერსანტ ფოიტისის ოჯახში, დაიბადა ფრანგული და საერთაშორისო დემოკრატიული მოძრაობის უდიდესი მოღვაწე, დიდი პედაგოგი და მეცნიერი - ფიზიკოსი ეჟენი ფოიტის კოტონი. ჯერ კიდევ ქალაქ ნიორის ლიცეუმში სწავლისას გამოამჟღავნა ე. ფიოტისმა მახვილი გონება, ნიჭი და ორგანიზატორის თვისებები. მას აინტერესებდა ყველაფერი - ბერძნული ლიტერატურიდან კოსმოგრაფიამდე. ე. ფეიტისმა პარიზში დაამთავრა საშუალო სასწავლებელი, რის შემდეგ შევიდა სევრის პედაგოგიურ ინსტიტუტში, საბუნებისმეტყველო-ფიზიკურ განყოფილებაზე. ე. ფოიტის სწავლობდა გამოჩენილ პროფესორებთან: პოლ ლანჟევენი, ჟან პერენი, მარია კიური და სხვა. მასწავლებლებმა ე.ფოიტის ადრე შეამჩნიეს ფიზიკით გატაცება და კვლევითი მუშაობისადმი მიდრეკელება, ამიტომ ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მარია კიურიმ იგი მიიწვია ინსტიტუტის პედაგოგად.

დიდი პედაგოგიური დატვირთვის მიუხედავად ე. ფოიტისი ესწრებოდა ლექციებს სორბონის უნივერსიტეტში. მან ჩაბარა გამოცდები ლიცენტანტის წოდებაზე რის შემდეგ შემდეგ შეუდგა სადოქტორო დისერტაციაზე მუშაობას. პიერ და მარია კიურების ოჯახში ეჟენი ფიოტისმა გაიცნო სორბონის უნივერსიტეტის პროფესორი ემე კოტონი. 1913 წელს ეჟენი ფოიტი მისთხოვდა კოტონს და მას შემდეგ ფიზიკისა და საერთაშორისო მოძრაობის ისტორიაში იხსენიება როგორც ეჟენი კოტონი. გათხოვწბიდან ხუთ წელიწადში ეჟენი 4 შვილის დედა გახდა, ამ ფაქტმა იგი სადოქტორო დისერტაციას დროებით ჩამოაშორა. 1923 წელს კი წარმატებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „მყარ მდგომარეობაში არსებული მარილების მაგნიტური თვისებები“. ამის შემდეგ კოტონს მიმდევრებიც გამოუჩნდა.იგი მათ ნიადაგ პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობისადმი სიყვარულს უნერგავდა. ეჟენი კოტონის დაუცხრომელი ზრუნვის შედეგად ოცდაათიანი წლების მიწურულში საფრანგეთის ტერიტორიაზე მოისპო განსხვავება ვაჟებისა და ქალრბის სასწავლო გეგმებსა და პროგრამებს შორის არა მარტო ფიზიკაში, არამედ ყველა სასწავლო დისციპლინაში. მალე იმასაც მიაღწია, რომ მასწავლებელი ქალები და მამაკაცები თანაბარი უფლებებით სარგებლობდნენ. ე.კოტონის მიერ შემოთავაზებული ღონისძიება, რის გამოც უკვე 1934 წელს იგი საპატიო ლეგიონის ორდენით დააჯილდოეს. ფრანგ ქალთა შორის მხოლოდ რამდენიმეს აქვს მიღებული ეს ორდენი.

1936 წელს ე. კოტონი დანიშნეს სევრის იმ ინსტიტუტის დირექტორად, რომელიც ოდესღაც თვითონ სწავლობდა. 1941 წელს კი ვიშის მთავრობამ მოულოდნელად გაათავისუფლა იგი დირექტორის თანამდებობიდან. ამის შემდეგ კოტონი პედაგოგიურ საქმიანობას აღარ დაბრუნებია. მან მთლიანად სამეცნიერო-კვლევით მუშაობას მიჰყო ხელი, იგი მუშაობდა მეუღლესთან ერთად ბელვიუს „დიდი ელექტრომაგნიტიზმის“ ლაბორატორიაში, ლაბორატორიის გამგედ. ე. კოტონი სრული ენერგიით და თავდადებით შრომობდა ექსპერიმენტული ფიზიკის ამ ლაბორატორიაში, მასზე ხანდაზმულობა არ მოქმედებდა. იმ დროს ევროპაში ფაშიზმი მძინვარებდა. ფაშიზმი კოტონების ოჯახსაც შეეხო და 72 წლის ემი კოტონი - ეჟენის მეუღლე, 1941 წელს დააპატიმრეს, როგორც ანტიფაშისტური ინტელიგენციის წევრი.

ომის პირველსავე წელს ე. კოტონი დარწმუნდა, რომ ომის საწინააღმდეგო მრძოლაში ქალები არ შეიძლება განზე იდგნენ, ამიტომ მან გადაწყვიტა მსოფლიო ქალების გაერთიანება და იგი სიტყვით გამოვიდა ფრანგ ქალთა კავშირის კონგრესზე, მან წამოაყენა წინადადება ქალთა საერთაშორისო დემოკრატიული ფედერაციის შექმნის შესახებ. იგი აირჩიეს ამ ფედერაციის თავმჯდომარედ. მსოფლიო ქალებმა ეჟენ კოტონს „ფედერაციის დედა“ შეარქვეს. 1950 წელს იგი აირჩიეს მშვიდობის დაცვის მსოფლიო საბჭოს ვიცე-პრეზიდენტად. ეჟნი კოტონის უშრეტი მოღვაწეობა ჩვენს ქვეყანაში აღინიშნა საერთაშორისო სახელმწიფო პრემიით - „ხალხთა შორის მშვიდობის განმტკიცებისათვის“.

ეჟენი კოტონი უკანასკნელად საჯაროდ გამოვიდა 1967 ქლის 7 მარტს მოსკოვში, კრემლის სასახლეში, სადაც თავი მოიყარეს 80 ქვეყნის წარმომადგენლწებმა საერთაშორისო ქალთა დღის აღსანიშნავად. ეჟენი კოტონი გარდაიცვალა 1967 წლის 3 ოქტომბერს 76 წლის ასაკში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • პარკაძე ვ., პარკაძე მ., მსოფლიოს ფიზიკოსები, ტ. II, თბ., 1973, გვ.,. 471-476.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]