ეპისტოლე დიოგნეტოსის მიმართ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ეპისტოლე დიოგენეტოსის მიმართ [1] (ბერძ. Πρὸς Διόγνητον Ἐπιστολή) არის ქრისტიანული აპოლოგეტიკის ნიმუში. იგი მიმართულია ქრისტიანობის განმაქიქებლებისაკენ. არ არის ცნობილი არც წერილის ავტორი და არც მისი ადრესატი. ტექსტის ენობრივი და სხვა ტექსტუალური მონაცემების საფუძველზე მეცნიერები მას ათარიღებენ ახ. წ. 130 წლიდან II საუკუნის ბოლომდე . ამით ეპისტოლე აპოლოგეტური ლიტერატურის ერთ-ერთ ყველაზე ადრეულ ნიმუშად შეგვიძლია მივიჩნიოთ.

შინაარსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეპისტოლე შედგება თორმეტი თავისგან:

  • თავი I: ეპისტოლეს დაწერის მიზეზი.
  • თავი II: კერპთა ამაოება.
  • თავი III: ებრაელთა ცრურწმენები.
  • თავი IV: ებრაელთა სხვა შეხედულებები.
  • თავი V: ქრისტიანთა ჩვეულებანი.
  • თავი VI: ქრისტიანთა ურთიერთობა მსოფლიოსთან.
  • თავი VII: ქრისტეს გამოცხადება.
  • თავი VIII: კაცთა საშინელი მდგომარეობა ღვთის სიტყვის მოსვლამდე.
  • თავი IX: რატომ მოგვევლინა ძე ღვთისა ასე გვიან.
  • თავი X: კურთხევა, რომელიც გადმოდინდება რწმენიდან.
  • თავი XI: ეს ყველაფერი ღირსეულად უნდა მივიღოთ და ვირწმუნოთ.
  • თავი XII: ცოდნის მნიშვნელობა ჭეშმარიტ სულიერ ცხოვრებაში.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გარე ბმულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]