ეპისკოპი
| დედაქალაქი | |||
|---|---|---|---|
|
ეპისკოპი ინგლ. Episkopi Cantonment | |||
|
| |||
| |||
| ქვეყანა |
| ||
| ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორია | აკროტირი და დეკელია | ||
| კოორდინატები | 34°40′33″ ჩ. გ. 32°50′15″ ა. გ. / 34.676000° ჩ. გ. 32.83750° ა. გ. | ||
| ოფიციალური ენა | ინგლისური ენა | ||
| ოფიციალური საიტი | http://www.sba.mod.uk/ | ||
ეპისკოპი (ინგლ. Episkopi Cantonment) — ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორია აკროტირი და დეკელიის ადმინისტრაციული ცენტრი კვიპროსის ტერიტორიაზე, რომელსაც გაერთიანებული სამეფო სამხედრო ბაზად იყენებს. იგი მდებარეობს აკროტირის სამხედრო ბაზის ტერიტორიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, რომელიც ორი სამხედრო ბაზის ტერიტორიიდან ერთ-ერთია. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის კვიპროსზე არსებული ბრიტანული სამხედრო ბაზებიდან ყველაზე დიდი, მასში განთავსებულია სამხედრო ბაზის ტერიტორიის სამოქალაქო და სამხედრო ადმინისტრაციული შტაბ-ბინები. ეპისკოპი კვიპროსის ბრიტანული ძალების ამჟამინდელი სამეთაურო ცენტრია.[1]
ეტიმოლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სიტყვა „ეპისკოპი“ მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან Επισκοπικός, რაც „ეპისკოპოსს“ ნიშნავს. კანტონმა ეს სახელი იმიტომ მიიღო, რომ ეს ადგილი ადრე მართლმადიდებლური ეპარქიის ეპისკოპოსის ადგილსამყოფელს წარმოადგენდა.[2]
ტრანსპორტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ასფალტირებული ავტომაგისტრალები და სხვა მცირე გზები ადმინისტრაციული ცენტრის ტერიტორიას აკროტირისა და დაკელიას დანარჩენ ნაწილებთან აკავშირებს.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ British forces overseas posting: Episkopi, Cyprus. Ministry of Defence. ციტირების თარიღი: 7 June 2015
- ↑ Europe :: Dhekelia — The World Factbook - Central Intelligence Agency. ციტირების თარიღი: 2020-06-10