ეპიდავროსის თეატრი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ეპიდავროსის პანორამა

ეპიდავროსის თეატრისაბერძნეთის ქალაქ ეპიდავსროსში არსებული თეატრი, რომელიც მედიცინის ღმერთ ასკლეპიოსისადმია მიძღვნილი. აშენებულია სინორტიონის მთის დასავლეთ ნაწილზე, თანამედროვე სახელწოდებით, ლიგურიონის მთაზე. ეპიდავროსის თეატრი აღიარებულია ძველი საბერძნეთის თეატრთაგან საუკეთესოდ როგორც აკუსტიკური, ისე — ესთეტიკური მახასიათებლებით.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პავსანიას გადმოცემით, უძველესი თეატრი აშენებული უნდა ყოფილიყო არქიტექტორ პოლიკლეტოს უმცროსის მიერ. პავსანია აქებს თეატრს მისი სიმეტრიისა და მშვენიერების გამო. თეატრი იტევდა 13,000-დან 14,000-მდე მაყურებელს და მასში იმართებოდა ასკლეპიოსისადმი მიძღვნილი მუსიკალური და დრამატული წარმოდგენები.

დღეს ძეგლი დიდი რაოდენობით მნახველს იზიდავს როგორც საბერძნეთიდან, ისე — მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. მასში დღემდე იდგმება ძველი ბერძნული ტრაგედიები. პირველი თანამედროვე წარმოდგენა, რომელიც ამ თეატრში გაიმართა, იყო სოფოკლეს „ელექტრა“, რომელიც 1938 წელს დიმიტრის რონტირისის მიერ დაიდგა. წარმოდგენები შეწყდა მეორე მსოფლიო ომის დროს, ხოლო სტრუქტურულად გამართული ფესტივალის ფარგლებში ჩატარებული წარმოდგენები განახლდა 1954 წელს. 1955 წლიდან ყოველწლიური ფესტივალის სახე მიიღო და დღემდე, ყოველ ზაფხულს, იმართება წარმოდგენები.

თეატრი მუსიკალურ წარმოდგენებს შედარებით იშვიათად მასპინძლობდა. ეპიდავროსის ფესტივალის ფარგლებში არაერთი ბერძენი და საზღვარგარეთელი შემსრულებელი წარსდგა სცენაზე. მათ შორის განსაკუთრებულია მარია კალასის მიერ ეპიდავროსში შესრულებული „ნორმა“ (1960) და „მედეა“ (1961).

არქეოლოგიური გათხრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თეატრის პირველი სისტემატური გათხრები დაიწყო 1881 წლიდან არქეოლოგიური საზოგადოების მიერ[1], არქეოლოგ პანაის კავადიასის უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ. თეტრის გათხრები რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობდა, ხოლო საბოლოო საკონსერვაციო და სარესტავრაციო დამუშაოები 2016 წელს დასრულდა. შესრულებული სამუშაოს ფარგლებში სცენის გარდა სრულად აღდგა თეატრი.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Defrasse A. and Lechat H., Epidaure: restauration et description des principaux monuments d u sanctuaire d’Asclépios, Paris, 1895