ეპაფე
| ეპაფე | |
|---|---|
| სქესი: | მამრობითი |
| მამა: | ზევსი |
| დედა: | იო |
| მეუღლე: | მემფისი |
| შვილები: | ლიბია, Lysianassa, Thebe და Dorus |
ეპაფე[1] (ძვ. ბერძნ. Ἔπαφος [Epaphos] < Ἔπ-αφ [ep-ephe] — „შეხება“) — ბერძნული მითოლოგიის პერსონაჟი. ზევსის და იოს შვილი, ღმერთ აპისთან გაიგივებული გმირი, ეგვიპტის მეფე, მემფისის დამაარსებელი, ჰყავდა ასული ლიბია, რომლის შვილი ბელოსი დანაოსის და ეგვიპტოსის მამა იყო. მითის მიხედვით ზევსმა ის იოს ხელის შეხებით ჩასახა.
ეპაფე ნილოსის ნაპირას დაიბადა, კურეტებმა ჰერას ბრძანებით გადამალეს, რომ მოეკლათ, მაგრამ ზევსმა კურეტები დახოცა, ეპაფე სირიაში ნახეს, ეგვიპტის ტახტზე ავიდა, შეერთო ნილოსის ასული მემფისა, დააფუძნა ქალაქი მემფისი და ეყოლათ ასული, რომლის სახელიც უწოდეს ლიბიას. მამამთავარია გმირთა თაობისა, რომელსაც ჰერაკლეც ეკუთვნის, მითი ეგვიპტური თქმულების გამოძახილია: იო შეესატყვისება ისიდას, ეპაფე — შავსა და თეთრ ნიშნიან ხარს აპისს, რომლის საკულტო ცენტრიც მემფისი იყო.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გელოვანი ა., „მითოლოგიური ლექსიკონი“, თბილისი, 1983.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ „მითოლოგიური ლექსიკონი“, 1983, გვ. 171