ეპარქიული სასწავლებლები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ეპარქიული სასწავლებლებიქალთა საშუალო სასწავლებელი რუსეთის იმპერიაში. შეიქმნა 1843 წლის წესდებით მღვდლების ქალიშვილებისთვის. შედიოდა სინოდის გამგებლობაში და ინახავდნენ ეკლესიის ხარჯებით. სასწავლებელში მღვდლების ქალიშვილები უფასოდ სწავლოდბენ, ხოლო სხვა წოდებისთვის სწავლა ფასიანი იყყო. სასწავლებელი იყო 6-კლასიანი და მისი კურსი უახლოვდებოდა გიმნაზიისას. კურსდამთავრებულები იღებდნენ შინამასწავლებლობის, ასევე დაწყებითი და სოფლის სკოლების მასწავლებლობის უფლებას. 1900 წლიდან ეპარქიულ სასწავლებლებს დაემატა VII პედაგოგიური კლასი. საქართველოში მოქმედებდა ორი ეპარქიული სასწავლებელი თბილისსა და ქუთაისში. ეპარქიული სასწავლებლები გაუქმდა 1917 წელს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]