ენ შერიდანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ენ შერიდანი

შერიდანი 1934 წელს
დაბადების სახელი კლარა ლუ შერიდანი
დაბადების თარიღი 21 თებერვალი, 1915
დენტონი, ტეხასი, აშშ
გარდაცვალების თარიღი 21 იანვარი, 1967 (51 წლის)
ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ
საქმიანობა მსახიობი, მომღერალი
აქტიური 1934–1967

კლარა ლუ შერიდანი, ცნობილია, როგორც ენ შერიდანი (დ. 21 თებერვალი, 1915 — გ. 21 იანვარი, 1967) — ამერიკელი მსახიობი და მომღერალი, რომელიც 1943 წლიდან აქტიურად მოღვაწეობდა ჯერ კინოში, შემდეგ კი ტელევიზიაში. მსახიობის შემოქმედებაში ცნობილი ფილმებია: ანგელოზები ბინძური სახეებით (1938), ისინი ღამით მიდიან (1940), კაცი, რომელიც ვახშამზე მოვიდა (1942), კინგს როუ (1942) და ჯარისკაცი კაბაში (1949).

ცხოვრება და კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კლარა ლუ შერიდანი 1915 წლის 21 თებერვალს ტეხასის შტატის ქალაქ დენტონში ჯორჯ შერიდანისა და ლულა სტიუარტის ოჯახში დაიბადა. იგი ოჯახში ხუთ დედმამიშვილს შორის ყველაზე უმცროსი იყო. შერიდანის გადმოცემით, მისი მამა აშშ-ის სამოქალაქო ომის გენერლის, ფილიპ შერიდანის, შვილთაშვილი იყო.[1][2]

შერიდანი დენტონის საშუალო სკოლასა და ჩრდილოეთ ტეხასის მასწავლებელთა სახელმწიფო კოლეჯში სწავლობდა, სადაც აქტიურად მონაწილეობდა თეატრალურ დადგმებში. აგრეთვე იგი კოლეჯის ბენდში მღეროდა და კალათბურთის გუნდში თამაშობდა.[3] 1933 წელს შერიდანის დამ მისი ფოტო სილამაზის კონკურსში გაგზავნა, რის შედეგადაც მან Paramount-ის ფილმში სილამაზის ძიება მცირე როლი მოიპოვა.[4]

Paramount[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1934 წელს სილამაზის ძიების გამოსვლის შემდეგ Paramount-მა 19 წლის შერიდანთაც კონტრაქტი გააფორმა, რის შემდეგაც მომდევნო ორი წლის მანძილზე მან მრავალ ფილმში მცირე როლი შეასრულდა. სტუდიაში იგი აგრეთვე პიესებში მონაწილეობდა, რომელთა შორის იყო ირმის ნახტომი და ბედნიერების დევნა. ირმის ნახტომში მსახიობმა ენის როლი ითამაშა, რის შემდეგაც ენ შერიდანის სახელით იყო ცნობილი.[5]

შერიდანმა პირველი მთავარი როლი ფილმში მანქანა 99 (1935) ფრედ მაკმიურეისთან ერთად შეასრულა.[6] აგრეთვე მსახიობი გამოჩნდა ფილმში მისისიპი, რომელშიც მთავარ როლს ბინგ კროსბი ასრულებს. Paramount-თან შერიდანის კონტრაქტი 1935 წელს დასრულდა.[7] იმავე წელს მან ითამაშა Universal-ის ფილმში მებრძოლი სილამაზე, 1936 წელს კი Warner Bros.-თან გააფორმა კონტრაქტი

შერიდანი და ჯეიმზ კეგნი ფილმში ანგელოზები ბინძური სახეებით (1938)

Warner Bros.[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახალმა სტუდიამ შერიდანს კარიერული განვითარების შესაძლებლობები მისცა. მსახიობის შემოქმედებაში Warner Bros.-ის ადრეულ ფილმებს შორისაა შავი ლეგიონი (1937), რომელშიც მან ჰამფრი ბოგარტთან ერთად ითამაშა. მომდევნო ფილმებში შერიდანმა პატ ო’ბრაიენთან და ბოგარტთან ერთად მიიღო მონაწილეობა, ესენია დიდი ო’მელი (1937) და სან-კენტინი (1937). ეს უკანასკნელი პირველი ფილმია, რომელშიც მან ვოკალური ნომერი შეასრულა. შერიდანმა ბარტონ მაკლეინთან ერთად ფილმში ღვინო, ქალები და ცხენები ითამაშა.

მომდევნო პერიოდში მსახიობმა მთავარი როლები მოიპოვა სტუდიის დაბალბიუჯეტურ კომერციულ მიზნებზე გათვლილ ფილმებში, მათ შორისაა პაციენტი მე-18 ოთახში (1937), მისტიური სახლი (1938) და კოვბოი ბრუკლინიდან (1938).

1938 წელს, რეჟისორი ჯონ სტალის მოთხოვნით, შერიდანმა მეორეხარისხოვანი როლი შეასრულა Universal-ის ფილმში გაცნობის წერილი. იმავე წელს მსახიობმა ითამაშა ჯონ ფაროუს მუსიკალურ დრამაში ბროდვეის მუშკეტერები.

ფილმში გაცნობის წერილი შერიდანის შესრულებამ Warner Bros.-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელები მოხიბლა, რის შემდეგაც მათ მსახიობს შედარებით ხარისხიან კინოსურათებში მისცეს როლები. შერიდანმა ჯეიმზ კეგნისთან ერთად ითამაშა ფილმში ანგელოზები ბინძური სახეებით (1938), რომელმაც კრიტიკული წარმატება მოიპოვა.

მსახიობისთვის მორიგი წარმატება იყო ფილმი დოჯ-სიტი (1939), რომელშიც მან ეროლ ფლინთან და ოლივია დე ჰევილენდთან ერთად ითამაშა.

ვარსკვლავობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1939 წელს შერიდანმა მთავარი როლი შეასრულა ფილმში ინდიანაპოლისის მაგისტრალი. 1940 წელს მან ფილმში სასახლე ჰადსონზე ჯონ გარფილდთან და პატ ო’ბრაიენთან ითამაშა.

შერიდანი 1950 წელს

შერიდანმა პირველი ვარსკვლავური როლი შეასრულა კრიმინალური ჟანრის მუსიკალურ კომედიაში ყველაფერი ახდა (1940), რომელშიც მან ბოგარტთან და ჯეფრი ლინთან ერთად მიიღო მონაწილეობა. ფილმში მან შეასრულა სიმღერა „Angel in Disguise“. იმავე წელს შერიდანმა ჯორჯ რაფტთან,ბოგარტთან და აიდა ლუპინოსთან ერთად მონაწილეობა მიიღო ნუარის ჟანრის მელოდრამაში ისინი ღამით მიდიან.

მსახიობი მთვარ როლებში გამოჩნდა მუსიკალურ კომედიაში მუქი ლურჯი (1941) და კომედიურ ფილმში კაცი, რომელიც ვახშამზე მოვიდა (1942). ამ უკანასკნელში მან გერტრუდ ლოურენსის პიროვნებაზე დაფუძნებით შექმნილი პერსონაჟის როლი შეასრულა. შერიდანმა რონალდ რეიგანთან ერთად ითამაშა ფილმში კინგს როუ (1942), რომელმაც დიდი წარმატება მოიპოვა. ეს უკანასკნელი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფილმია მსახიობის შემოქმედებაში. იმავე წელს შერიდანმა მონაწილეობა მიიღო საომარი თემატიკის ფილმში არწივის ფრთები.

1943 წელს შერიდანმა ჯეკ ბენისთან ერთად ითამაშა კომედიაში ჯორჯ ვაშინგტონს აქ ეძინა. იგი ნორვეგიელი მებრძოლი პარტიზანის როლში გამოჩნდა ფილმში წყვდიადის დასასრული (1943). იმავე წელს მსახიობის კამეო შედგა ფილმში მადლობა, იღბლიანო ვარსკვლავებო.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შერიდანის უკანასკნელი როლი ვესტერნის ჟანრის სიტკომში Pistols 'n' Petticoats

შერიდანი 1936 წლის 16 აგვისტოს ედუარდ ნორისზე დაქორწინდა.[8] ისინი ერთმანეთს ერთი წლის შემდეგ დაშორდნენ, ხოლო ოფიციალურად 1939 წელს განქორწინდნენ. 1942 წელს შერიდანი ჯორჯ ბრენტზე დაქორწინდა, რომელთან ერთადაც ითამაშა ფილმი თაფლობის თვე სამისთვის (1941). იგი ბრენტს ერთი წლის შემდეგ გაეყარა. განქორწინების შემდეგ შერიდანს ხანგრძლივი ურთიერთობა ჰქონდა პუბლიცისტ სტივ ჰანეგენთან, რომელიც 1953 წელს გარდაიცვალა. მან შერიდანს ანდერძით 218,399 დოლარი დაუტოვა.[9] 1966 წელის ივნისში შერიდანი მსახიობ სკოტ მაკკეიზე დაქორწინდა, რომელიც მასთან ერთად სიცოცხლის ბოლომდე იყო.[10]

სიკვდილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შერიდანი 1967 წლის იანვარში ლოს-ანჯელესში საყლაპავის კიბოს შედეგად 51 წლის ასაკში გარდაიცვალა.[11] მის სხვეულს კრემაცია ჩაუტარდა. 2005 წელს მსახიობის ფერფლი ჰოლივუდის სამუდამო სასაფლაოში გადაიტანეს.[12]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „Ann Sheridan Is Still a Favorite After Years as a Successful Star“. Albuquerque Journal. New Mexico, Albuquerque. 1952. p. 29 – წარმოდგენილია Newspapers.com-ის მიერ.
  2. Inc, Time (1939-07-24). LIFE (en). Time Inc. 
  3. „Miss Sheridan Is Winner in Screen Contest“. Denton Record-Chronicle. Denton, Texas. July 19, 1933. p. 8 – წარმოდგენილია Newspapers.com-ის მიერ.
  4. „Denton Girl Wins World Contest; to be Given Part in Paramount Movie“. Denton Record-Chronicle. Texas, Denton. 1933. p. 1 – წარმოდგენილია Newspapers.com-ის მიერ.
  5. Hagen, Ray (2004). Killer Tomatoes: Fifteen Tough Film Dames. McFarland, გვ. 171. ISBN 978-0786418831. 
  6. „Clara Lou "Ann" Sheridan“. Denton Record-Chronicle. 1935-01-25. p. 5. ციტირების თარიღი: 2020-08-24.
  7. „Ann Sheridan Reveals "Love at Sight" Wedding“. Chicago Daily Tribune. Aug 30, 1936. p. 18.
  8. „Ann Sheridan and Edward Norris Wed“. Denton Record-Chronicle. Texas, Denton. 1936. p. 4 – წარმოდგენილია Newspapers.com-ის მიერ.
  9. May 7, 1956; Stephen J Hannagan Will; File No. P 440/1953; Surrogates Court in the County of New York; Hall of Records.
  10. Ann Sheridan Biography.
  11. Why the Forgotten Ann Sheridan Deserves to Be Remembered.[მკვდარი ბმული]
  12. Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-02-09. ციტირების თარიღი: 2021-03-12.