ენ კეისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

ენ კეისი (Anne Catherine Case, Lady Deaton; დ. 1958 წლის 27 ივლისს) - ამერიკელი ეკონომისტი, ფილოსოფიის დოქტორი (1988), პრინსტონის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი, ამერიკის ფილოსოფიური საზოგადოების (2017 [1] ), მეცნიერებათა ეროვნული აკადემისა (2020 [2] ) და აშშ მედიცინის აკადემია (2017 [3] ) წევრი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წარჩინებით დაამთავრა ოლბანის ნიუ იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ბაკალავრი, 1980). 1983 წელს მან მიიღო მაგისტრის ხარისხი Master of Public Affairs პრინსტონის უნივერსიტეტისგან, 1988 წელს კი ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი წოდება. 1988-1991 წლებში ჰარვარდის ასისტენტ პროფესორად მუშაობდა. 1990 წელს იგი დაბრუნდა პრინსტონის უნივერსიტეტში: ასისტენტ პროფესორის რანგში, 1997 წლიდანნ კი ეკონომიკისა და პოლიტიკის პროფესორი.

იყო Journal of Development Economics რედაქტორი. თანამშრომლობდა კრისტინა პაქსთან.

ამერიკის მეცნიერებათა აკადემიის წევრი (2017). ეკონომეტრიკული საზოგადოების ფელო (2009).

დაქორწინებულია ანგუს დიტონზე, 2015 წლის ნობელის პრემიის ლაურეატზე ეკონომიკაში.

ჯილდოები და მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Distinguished Alumni Award ოლბანის უნივერსიტეტის (2009)
  • President’s Award for Distinguished Teaching პრინსტონის უნივერსიეტის (2011)
  • Cozzarelli Prize (2015)
  • Franklin Founders' Award (2017)
  • საპატიო დოქტორი Frederick S. Pardee RAND Graduate School[en] (2018)
  • 2019 წელს მეუღლესთან ერთად დასახელდა Prospect Magazine მიერ World's Top 50 Thinkers სიაში.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Newly Elected - April 2017 | American Philosophical Society
  2. 2020 NAS Election
  3. National Academy of Medicine Elects 80 New Members