ენ ვოიჩიცკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ენ ვოიჩიცკი
Anne Wojcicki (36938473750) (cropped).jpg
დაბადების თარიღი 28 ივლისი, 1973 (1973-07-28) (48 წლის)
კალიფორნია, აშშ
განათლება
მეუღლე(ები) სერგეი ბრინი (2007-2015)
შვილ(ებ)ი 2
მშობლები მამა: სტენლი ვოიჩიცკი
დედა: ესთერ ვოიჩიცკი

ენ ვოიჩიცკი (ინგლ. Anne Wojcicki; დ. 28 ივლისი, 1973) — ამერიკელი ანტრეპრენერი, კომპანია 23andMe-ს თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი.

2020 წელს, „Forbes“-ის სიაში „მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიანი ქალი“ 93-ე ადგილი დაიკავა.[1]

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვოიჩიცკი დაიბადა პალო ალტოში, კალიფორნიაში. ჰყავს ორი და: სიუზან ვოიჩიცკი — YouTube-ის აღმასრულებელი დირექტორი,[2] და ჯანეტ ვოიჩიცკი — ანთროპოლოგი და ეპიდემიოლოგი.[3] დედა — ესთერ ვოიჩიცკი, ებრაული წარმოშობის პედაგოგი და მამა — პოლონეთში დაბადებული სტენლი ვოიჩიცკი, სტენფორდის უნივერსიტეტის ფიზიკის პროფესორი.

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვოიჩიცკი სწავლობდა Gunn High School-ში, პალო ალტოში, კალიფორნიაში, სადაც გამოსცემდა სკოლის გაზეთს, მან სპორტული სტატიებისთვის მოიპოვა სტიპენდია.[3][4] 1996 წელს მიიღო იელის უნივერსიტეტის მეცნიერების ბაკალავრის ხარისხი ბიოლოგიაში. ჯანმრთელობის ეროვნულ ინსტიტუტსა და კალიფორნიის უნივერსიტეტში ხელმძღვანელობდა კვლევას მოლეკულურ ბიოლოგიაში.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, მან მუშაობა დაიწყო ჯანდაცვის კონსულტანტად საინვესტიციო ფონდ Passport Capital-სა[5] და Investor AB-ში.[6] 4 წლის განმავლობაში იყო საინვესტიციო ანალიტიკოსი ჯანდაცვის სფეროში,[7] განსაკუთრებით ამახვილებდა ყურადღებას ბიოტექნოლოგიურ კომპანიებზე. ჯანდაცვის სფეროს მიმართ უოლ-სტრიტის კულტურითა და განწყობით გულგატეხილმა ენიმ,[8] გადაიფიქრა MCAT გამოცდის ჩაბარება და სამედიცინო სკოლაში ჩარიცხვა, და კვლევებზე კონცენტრირდა.[6]

ვოიჩიცკი ფართოდ ცნობილია, როგორც კერძო კომპანია 23andMe-ს თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი. კომპანია მიმართულია დნმ ტესტირებაზე, იგი შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს გაიგოს თავისი წარმომავლობა და მიიღოს ინფორმაცია ჯანმრთელობის შესაძლო გაუარესების შესახებ.[7][9] კომპანია დაფუძნდა დიდი მიზნით — ბევრი ადამიანისთვის გადაეჭრა თავიანთ გენეტიკურ ინფორმაციაზე წვდომის პრობლემა, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს დაავადებათა მკურნალობას. ენი დიდად დაინტერესებულია, რომ დნმ ტესტირებით მოხდეს რევოლუცია ჯანდაცვაში, რომლის შედეგად პოტენციური გენეტიკური დაავადებების პროგნოზი შესაძლებელი გახდება.

2015 წლიდან აშშ-ს საკვებისა და წამლების ადმინისტრაციის მიერ მოწონებას იმსახურებს 23andMe-ს ჯანმრთელობის ტესტები — კისტური ფიბროზის, ნამგლისებრუჯრედოვანი ანემიის; სიმსივნის, ალცჰაიმერის დაავადების, პარკინსონის დაავადების, ცელიაკიის დაავადების გარკვეული ნაწილის.[10][11]

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2004 წელს სერგეი ბრინთან ერთად დააფუძნა The Brin Wojcicki ფონდი[12] განათლების, მეცნიერების, სოციალური სერვისების და სხვადასხვა სფეროს დასახმარებლად.[13][14] 2007 წლის მაისში იქორწინეს.[7] მათ დიდი შემოწირულობა გაიღეს The Michael J. Fox Foundation-თვის და 2009 წელს მილიონი აშშ დოლარით დაეხმარნენ Hebrew Immigrant Aid Society-ს.[15]

წყვილი ერთმანეთს 2013 წელს დაშორდა[16] და 2015-ში განქორწინდნენ.[17] ისინი კვლავ ერთად განაგრძობენ The Brin Wojcicki ფონდის მართვას.[18]

ვოიჩიცკის ბაბუა, ფრანციშეკ ვოიჩიცკი იყო პოლიტიკოსი, People's Party-სა and Polish People's Party-ის წევრი.[19] მისი ბებია, იანინა ვოიჩიცკა ჰოსკინსი, იყო კონგრესის ბიბლიოთეკის პოლონელ-ამერიკელი ბიბლიოთეკარი და ამერიკაში პოლონური მასალის უდიდესი კოლექციის შეგროვებაზე პასუხისმგებელი პირი.[20]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. The World's 100 Most Powerful Women. ციტირების თარიღი: 24 December 2020
  2. How Anne and Susan Wojcicki’s parents raised the founder of 23andMe and the CEO of YouTube.
  3. 3.0 3.1 Sellers, Patricia (February 1, 2012). „Before Google, the Wojcicki girls learned from Mom“. Fortune Magazine. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-10-06. ციტირების თარიღი: October 4, 2014.
  4. Duke, Scott (May 16, 2007). „Google co-founder Sergey Brin gets hitched in the Bahamas“. San Jose Mercury News. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-10-06. ციტირების თარიღი: October 4, 2014.
  5. Duke, Scott (May 16, 2007). „Google co-founder Sergey Brin gets hitched in the Bahamas“. San Jose Mercury. ციტირების თარიღი: October 4, 2014.
  6. 6.0 6.1 Murphy, Elizabeth (October 14, 2013). „Inside 23andMe founder Anne Wojcicki’s $99 DNA Revolution“. The Fast Company. ციტირების თარიღი: October 4, 2014.
  7. 7.0 7.1 7.2 Hafner, Katie (May 29, 2007). „Silicon Valley Wide-Eyed Over a Bride“. The New York Times. ციტირების თარიღი: July 2, 2013.
  8. Cha, Ariana Eunjung (June 27, 2014). „23andMe co-founder Anne Wojcicki's Washington charm offensive“. The Washington Post. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-10-18. ციტირების თარიღი: October 8, 2014.
  9. Ware, Alexander (30 July 2018). „Glaxo invests $300m in 23andMe to use its genomic data for research“. BioNews. ციტირების თარიღი: 2019-03-12.
  10. Silverberg, David (2018-12-03). „Good genes? The sisters who put the rest of us to shame“ (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2019-03-12.
  11. Johnson, Eric. (2018-10-20) 23andMe CEO Anne Wojcicki says 'one of our biggest competitors' is fake science on sites like Goop. ციტირების თარიღი: 2019-03-12
  12. „The Brin Wojcicki Foundation“. crunchbase. ციტირების თარიღი: 22 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  13. THE BRIN WOJCICKI FOUNDATION. ProPublica. ციტირების თარიღი: 22 თებერვალი, 2021.
  14. The Brin Wojcicki Foundation. Candid. ციტირების თარიღი: 22 თებერვალი, 2021.
  15. Strom, Stephanie (October 24, 2009). „Billionaire Aids Charity That Aided Him“. The New York Times.
  16. Gannes, Liz (August 28, 2013). „Google Co-Founder Sergey Brin and 23andMe Co-Founder Anne Wojcicki Have Split“. All Things Digital. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-07. ციტირების თარიღი: 2013-09-07.
  17. Lorenzetti, Laura (2015-06-24). „Google’s Sergey Brin and 23andMe’s Anne Wojcicki legally divorced“. Fortune. ციტირების თარიღი: 25 June 2015.
  18. Dynamodata. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-26. ციტირების თარიღი: 2021-02-22.
  19. Oficjalna strona Prezydenta Rzeczypospolitej Polskiej / Aktualności / Wydarzenia / Prezydent spotkał się z prezes YouTube. ციტირების თარიღი: 2019-03-29
  20. Zalewski, Wojciech (2011-10-01). „Janina Wójcicka Hoskins (1912–1996): Portrait of an Esteemed Librarian“. 12 (4). Slavic & East European Information Resources. pp. 224–236. doi:10.1080/15228886.2011.623117. ISSN 1522-8886.