ენჯი თომასი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ენჯი თომასი
დაბადების თარიღი 20 სექტემბერი, 1988(1988-09-20) (35 წლის)
დაბადების ადგილი ჯექსონი
საქმიანობა რომანისტი, საბავშვო მწერალი, მწერალი[1] და მუსიკოსი[1]
ეროვნება ამერიკელი
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
ალმა-მატერი Belhaven University
Magnum opus ღვარძლი, რომელსაც თესავ
ჯილდოები Coretta Scott King Award[2]
საიტი angiethomas.com

ენჯი თომასი (დ. 20 სექტემბერი, 1988, ჯექსონი, მისისიპი) — ამერიკელი მწერალი. ცნობილია 2017 წელს გამოცემული რომანით ღვარძლი, რომელსაც თესავ. ავტორის მეორე რომანი On the Come Up 2019 წლის 25 თებერვალს გამოიცა.

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ენჯი თომასი დაიბადა და გაიზარდა მისისიპის ქალაქ ჯექსონში.[3] ავტორი დღემდე იქ ცხოვრობს.

ავტორი ბავშვობაშივე არაერთი სროლის მოწმე გახდა. იგი იმ სახლთან ახლოს გაიზარდა, სადაც სამოქალაქო უფლებათა აქტივისტი მედგარ ევერსი[3] მოკლეს, ხოლო 6 წლის ასაკში სროლასაც შეესწრო.

მცირე ხნით რეპს სწავლობდა, თუმცა მისი მუსიკალური კარიერა ხანმოკლე აღმოჩნდა. თომასმა სახვითი ხელოვნების ბაკალავრის ხარისხი ბელჰივენის უნივერსიტეტში მოიპოვა.[4][5] ის პირველი შავკანიანი თინეიჯერი იყო, რომელმაც შემოქმედებით წერაში დიპლომი მიიღო.[5]

რომანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ღვარძლი, რომელსაც თესავ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი რომანის შექმნაზე დიდი გავლენა მოახდინა საინფორმაციო ამბებში ოსკარ გრანტის მკვლელობის შესახებ სიუჟეტმა. თავდაპირველად თომასი ფენტეზის ჟანრში წერდა, მაგრამ წარუმატებლად, შემდეგ პროფესორმა ურჩია, რომ მისი გამოცდილება ფურცლებზე გადაეტანა. თომასმა აღნიშნა, რომ მისი შთაგონების წყარო ტუპაკ შაკური იყო. თომასს სურდა, რომ წერისასაც ის ემოციები გამოეწვია, რასაც ის გრძნობდა შაკურის სიმღერების მოსმენისას. წიგნის სათაურიც რეპერის ტატუს აკრონიმია: The Hate U Give – THUG.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უილიამ მორისის ჯილდო რომანისთვის „ღვარძლი, რომელსაც თესავ“.[6]
  • მაიკლ პრინცის ჯილდო რომანისთვის „ღვარძლი, რომელსაც თესავ“.[7]
  • კორეტა სკოტ კინგის ჯილდო რომანისთვის „ღვარძლი, რომელსაც თესავ“.[8]
  • კარნეგის მედალი რომანისთვის „ღვარძლი, რომელსაც თესავ“.[9]
  • უეთორსთოუნის საბავშვო წიგნის ჯილდო რომანისთვის „ღვარძლი, რომელსაც თესავ“.[10]
  • გერმანული საბავშვო ლიტერატურული ჯილდო (Deutscher Jugendliteraturpreis) რომანის, „ღვარძლი, რომელსაც თესავ“ გერმანული თარგმანისთვის.[11]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Czech National Authority Database
  2. http://www.ala.org/awardsgrants/hate-u-give-0
  3. 3.0 3.1 Philyaw, Deesha. (2017-03-14) One-on-One with 'The Hate U Give' Novelist Angie Thomas en-US. ციტირების თარიღი: 2017-11-09
  4. The Hate U Give, by Angie Thomas, 2017 National Book Award Longlist, Young People's Literature. ციტირების თარიღი: 2017-11-09
  5. 5.0 5.1 Mesure, Susie (2017-04-11). „New YA sensation Angie Thomas: 'Publishing did something pretty terrible. They made the assumption that black kids don't read'. The Daily Telegraph (ინგლისური). ISSN 0307-1235. ციტირების თარიღი: 2019-03-14.
  6. 2018 Morris Award. Young Adult Library Services Association. ციტირების თარიღი: 2019-03-14
  7. Michael L. Printz Winners and Honor Books. Young Adult Library Services Association. ციტირების თარიღი: 2019-03-14
  8. A Great Day for CSK!. CSK Blog. ციტირების თარიღი: 2019-03-14
  9. Geraldine McCaughrean scoops second CILIP Carnegie Medal 30 years after first win and champions triumph of 'literary' fiction. The CILIP Carnegie and Kate Greenaway Awards. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-12-28. ციტირების თარიღი: 2020-07-05.
  10. Waterstones Children's Book Prize 2018. Waterstones. ციტირების თარიღი: 2019-03-14
  11. Deutscher Jugendliteraturpreis für Roman über das Aufwachsen in der DDR. Mitteldeutscher Rundfunk. ციტირების თარიღი: 2019-03-14