შინაარსზე გადასვლა

ენჯეი მორაჩევსკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ენჯეი მორაჩევსკი
პოლ. Jędrzej Moraczewski
დაბადების თარიღი 13 იანვარი, 1870(1870-01-13)[1]
დაბადების ადგილი Trzemeszno
გარდაცვალების თარიღი 5 აგვისტო, 1944(1944-08-05)[1] (74 წლის)
გარდაცვალების ადგილი სულეიუვეკი[2]
მოქალაქეობა ავსტრია-უნგრეთის იმპერია
 პოლონეთის მეორე რესპუბლიკა
განათლება Lviv Polytechnic
მამა Maciej Moraczewski
მეუღლე/ები Zofia Moraczewska[2]
შვილ(ებ)ი Adam Moraczewski
ჯილდოები სამხედრო მამაცობის ვერცხლის ჯვარი, Cross of Valour, Cross of Independence და Cross of Independence

ენჯეი მორაჩევსკი (დ. 13 იანვარი, 1870 – გ. 5 აგვისტო, 1944) — პოლონელი სოციალისტი პოლიტიკოსი, რომელიც 1918–1919 წლებში პოლონეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებდა. იგი იყო პოლონეთის სოციალისტური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი. მანამდე მას ეჭირა კავშირგაბმულობის მინისტრის პოსტი, ხოლო მოგვიანებით, 1925 წლიდან 1929 წლამდე, იკავებდა საზოგადოებრივი სამუშაოების მინისტრის თანამდებობას.[3]

იგი ერთგული იყო იუზეფ პილსუდსკისა და მისაღებ ფიგურად ითვლებოდა როგორც მემარცხენე, ისე მემარჯვენე პოლიტიკური ფრაქციებისთვის. მას ეჭირა პოლონეთის მეორე რესპუბლიკის მეორე პრემიერ-მინისტრის პოსტი 1918 წლის ნოემბრიდან 1919 წლის იანვრამდე.[4]

მორაჩევსკი გარდაიცვალა 1944 წლის 5 აგვისტოს, როდესაც საბჭოთა ჯარისკაცის მიერ მის სახლში ნასროლი ჭურვის ანატეხი მოხვდა. იგი დაკრძალულია პოვონზკის სამხედრო სასაფლაოზე.

  1. 1 2 Internetowy Polski Słownik Biograficzny
  2. 1 2 Deutsche Nationalbibliothek Record #128591870 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
  3. ↑ Remigiusz Okraska. (7 July 2008) Jędrzej Moraczewski pl. Polskie Radio. ციტირების თარიღი: 2013-12-21
  4. ↑ Leslie, R. F. (1983). The History of Poland Since 1863. Cambridge University Press, გვ. 127. ISBN 9780521275019.