ენჩილადა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ენჩილადა ბრინჯით

ენჩილადა (ესპ: [Entʃiˈlaða]) არის სიმინდის ტორტია (ესპ: tortilla) რომელშიც შეხვეულია შიგთავსი და გარედან დაფარულია მექსიკური მჟავე სოუსით. ენჩილადა შეიძლება შეივსოს სხვადასხვა ინგრედიენტებით, მათ შორის ხორცით, ყველით, ლობიოთი, კარტოფილით, ბოსტნეულით ან სხვა. ძირითადად, ენჩილადას დიდი რაოდენობით სოუსის თანხლებით მიირთმევენ, რომელსაც ენჩილადას ზემოდან ასხამენ. იყენებენ უამრავი სახის საწებელს, რომელთა უმრავლესობა მზადდება ჩილით, პომიდვრით, წითელი წიწაკით ან/და ყველით. ენჩილადა წარმოშობით მექსიკური კერძია, რომელიც ძალიან გავრცელებულია მექსიკაში და მექსიკელ ემიგრანტებში მთელი მსოფლიოს გარშემო.

სიტყვის ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Real Academia Española განმარტავს სიტყვას ენჩილადას, როგორც გახვეული სიმინდის ტორტიას, რომელიც ხორცითაა სავსე და დაფარულია პომიდვრის და ჩილის სოუსით. ენჩილადა წარმოშობით ესპანური სიტყვიდან, "enchilar", რომელიც ნიშნავს "ჩილის დამატებას" ან "კერძის ჩილით მორთვას"[1][2].

ამერიკულ ინგლისურში,იდიომური ფრაზა "the whole enchilada" სინონიმურია "მთელი საქმის/საგნის" - "the whole thing"[3].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ენჩილადა ყველით, მწვანე და წითელი სოუსით

ენჩილადა წარმოიშვა მექსიკაში, სადაც სხვადასხვა საკვების გარშემო ტორტიების გადახვევის ტრადიცია აცტეკების ხანიდან თარიღდება[4]. მექსიკის ველზე მაცხოვრებელი ხალხი ტრადიციულად ჭამდა სიმინდის ტორტიებს, რომელშიც ათავსებდნენ ტბის პატარა თევზებს. ესპანელი დამპყრობლების დროს, ბერნალ დიაზ დელ კასტილომ დაწერა თავდაპირველი ევროპელების შესახებ მექსიკაში და დაწვრილებით აღწერა დღესასწაულობა კოიოაკანში,სადაც, მიირთმევდნენ საკვებს სიმინდის ტორტიებში გახვეულს. (ადგილობრივი მექსიკელები ტორტიას თავის ენაზე tlaxcalli-ს უწოდებდნენ; სახელწოდება ტორტია კი ესპანელების მიერ შემდეგ მიენიჭა). ნაუატლების ენაზე ენჩილადას უწოდებდნენ chīllapītzalli, რომელიც სიტყვასიტყვით ნიშნავს ჩილის ფლეიტას. მე-19 საუკუნეში, როცა მექსიკური სამზარეულო უფრო გავრცელდა, ენჩილადა ნახსენები იყო პირველი მექსიკური რეცეპტების წიგნში "El cocinero mexicano"[5].

ნაირსახეობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როგორც მექსიკური ქუჩის საკვები, თავდაპირველი სახით ენჩილადები მხოლოდ სიმინდის ტორტიები იყო, რომლებსაც ჩილის სოუსით მიირთმევდნენ და შიგთავსი საერთოდ არ ჰქონდა. დღესდღეობით, ენჩილადას უამრავი ვერსია არსებობს,რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდება სოუსებით, შიგთავსითა და, ერთ შემთხვევაში, ფორმით. სხვადასხვა ზედსართავი სახელების გამოყენება შეიძლება ენჩილადას შიგთავსის ან წარმოშობის აღსაწერად, მაგ. enchilada tapatia არის იმ სახის ენჩილადასთვის, რომელიც მოდის ხალისკოდან. [6]

ენჩილადა

სახეობებში შედის:Enchiladas con chile rojo (წითელი ჩილით) - არის ტრადიციული წითელი ენჩილადას სოუსით, ხორცით, რომელიც წითელი წიწაკაში და სხვა სანელებლებშია შეკაზმული, და ჩილი კოლორადოს სოუსით, რომელიც პომიდვრისგან მზადდება.[7]

Enchiladas con mole - ჩილის სოუსის ნაცვლად, იყენებს მექსიკურ მოლს, რომელსაც ასევე უწოდებენ ენმოლადას. Enchiladas placera - არის მიჩოაკანის სტილის ენჩილადა, მზადდება ბოსტნეულით და ფრინველის ხორცით.

Enchiladas poblanas - კეთდება რბილი სიმინდის ტორტიებით, რომლებიც სავსეა ქათმით და პობლანოს წიწაკით, ზემოდან კი ადგილობრივი მდნარი ყველით.

Enchiladas potosinas - მოდის სან ლუის პოტოსიდან და ივსება ყველის და ჩილის მასით.

Enchiladas San Miguel - სან მიგელ დე ალენდეს სტილის ენჩილადაა, რომელსაც თან ურთავენ გამხმარ ჩილის.

Enchiladas suizas (შვეიცარიული სტილის) - ზემოდან თეთრ სოუსს, მაგალითად, ბეშამელს ასხამენ, რომელიც რძისგან ან ნაღებისგან მზადდება. ეს სახელწოდება მომდინარეობს მექსიკაში მაცხოვრებელი შვეიცარიელი ემიგრანტებისგან, რომელებმაც რძის პროდუქტები შემოიტანეს ქვეყანაში.

Enfrijoladas - ზემოდან შემწვარ ლობიოს ურთავენ ჩილის სოუსის ნაცვლად. მათი სახელი მოდის სიტყვა frijol-დან, რაც ნიშნავს "ლობიოს".

Entomatadas - ამზადებენ ტომატის საწებლით ჩილის სოუსის ნაცვლად.

Enchiladas montadas - ნიუ-მექსიკოს სტილით დამზადებული ენჩილადა, რომელშიც სიმინდის ტორტიებს არბილებენ, შემდეგ მას დაასხამენ წითელ ან მწვანე სოუსს და ტროტიას რამდენიმე ფენას ასე დააწყობენ. მასში ასევე შედის დაჭრილი ხახვი და გახეხილი ყველი ფენებს შორის და თავზე. საქონლის ხორცის ან ქათმის გამოყენებაც შეიძლება. ზემოდან ხშირად ადებენ შემწვარ კვერცხს. გარნირად შეიძლება დაემატოს გახეხილი სალათის ფოთოლი და დაჭრილი შავი ზეთისხილი.

Enchiladas verdes - ზემოდან ასხამენ სალსა ვერდესს, ავსებენ ქათმის მკერდით და ზემოდან აყრიან გახეხილ თეთრ ყველს.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. http://buscon.rae.es/draeI/SrvltConsulta?TIPO_BUS=3&LEMA=enchilada
  2. http://buscon.rae.es/draeI/SrvltConsulta?TIPO_BUS=3&LEMA=enchilar
  3. http://idioms.thefreedictionary.com/whole+enchilada
  4. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-04-09. ციტირების თარიღი: 2020-09-18.
  5. https://web.archive.org/web/20070718154326/http://food.oregonstate.edu/ref/culture/mexico_smith.html
  6. http://www.mexicanrecipes.me/enchiladastapatias2.htm
  7. http://kitchen.losanderson.com/2007/09/chili-colorado.html