ენქიდუ
იერსახე
ენქიდუ — ძველი მესოპოტამიური ნაწარმოების გილგამეშის ეპოსის ერთ-ერთი მთავარი გმირი. იგი ღმერთ ანუს დავალებით თიხისაგან შექმნა ქალღმერთმა არურუმ. ეპოსის მიხედვით, მისი მთავარი ფუნქცია ნაწარმოების მეორე მთავარი მოქმედი გმირის — გილგამეშის „დაბალანსებაა“.