ენური ენა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ენური ენასამოდიურ ენათა ჯგუფის ენა. გავრცელებულია კრასნოიარსკის მხარის ტაიმირის ნაციონალურ ოლქში. ლაპარაკობს დაახლოებით 350 კაცი (1968).

ენური ენის ფონეტიკური სისტემისათვის დამახასიათებელია დიფთონგები და გაორმაგებული თანხმოვნები (გემინატები). გრამატიკული წყობა აგლუტინაციურია. იყოფა სამ კილოკავად: მადუ, ბაი და მოგადი.

ანბანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანბანი შეიქმნა 1980—1990-იანი წლებში (პირველი პროექტი გამოქვეყნდა ნ. მ. ტერეშენკოს მიერ 1986 წელს). ანბანი ოფიციალურად ჯერ არაა მიღებული თუმცა უკვე გამოიცა რამდენიმე წიგნი (მათ შორის რუსულ-ენური ლექსიკონი და სკოლის მოსწავლეებისათვის დედაენა). 2018 წლიდან ციმბირის ფედერალური უნივერსიტეტმა პროექტის ფარგლებში დაიწყო ენური ენისათვის ოფიციალური დამწერლობის შექმნა[1].

ანბანს აქვს შემდეგი სახე[2]:

А а Б б В в Г г Д д Е е Ё ё Ԑ ԑ Ж ж
З з И и Й й К к Л л М м Н н Ӈ ӈ О о
П п Р р С с Ҫ ҫ Т т У у Ф ф Х х Ц ц
Ч ч Ш ш Щ щ ъ Ы ы ь Э э Ю ю Я я
ʼ

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. დამწერლობის შექმნის პროექტი
  2. И. П. Сорокина, Д. С. Болина, Словарь энецко-русский и русско-энецкий, СПб., филиал изд-ва "Просвещение", 2001