ენტონი ჯეიმზ ლეგეტი
ამ სტატიას გრამატიკის, სტილისა და მართლწერის გასწორება სჭირდება. |
ენტონი ჯეიმზ ლეგეტი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 26 მარტი, 1938[1] [2] (86 წლის) |
დაბ. ადგილი | Camberwell |
მოქალაქეობა |
აშშ გაერთიანებული სამეფო |
საქმიანობა | ფიზიკოსი და უნივერსიტეტის პროფესორი |
მუშაობის ადგილი | ილინოისის უნივერსიტეტი ურბანა-შამპეინში, მაგდალენის კოლეჯი, სასექსის უნივერსიტეტი და University of Waterloo |
ალმა-მატერი | მერტონის კოლეჯი, Wimbledon College და ოქსფორდის უნივერსიტეტი[3] |
ჯილდოები | სამეფო საზოგადოების წევრი, ბრიტანეთის იმპერიის ორდენის რაინდი კომანდორი, ნობელის პრემია ფიზიკაში[4] [5] , Feenberg Medal, ფრიც ლონდონის პრემია[6] , ვოლფის პრიზი ფიზიკაში[7] , დირაკის მედალი[8] , ამერიკის ფიზიკის საზოგადოების წევრი, მადრიდის კომპლუტენსეს უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი და მაქსველის მედალი და პრემია |
სერ ენტონი ჯეიმზ ლეგეტი (ინგლ. Sir Anthony James Leggett; დ. 25 მარტი 1938) — ინგლისელი ფიზიკოსი. 1983 წლიდან ფიზიკის პროფესორი ილინოისის უნივერსიტეტში.[9] ფართოდ არის ცნობილი ფიზიკაში დაბალი ტემპერატურის თეორიით. ზედმეტი სითხის შესახებ შექმნილი ნამუშევრისთვის, მან 2003 წელს აიღო ნობელის პრემია ფიზიკის დარგში.[10] მან ჩამოაყალიბა ნორმალური და ზედენადი ჰელიუმის სითხეების თეორიული გაგება.[11]
ადრეული წლები და განათლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლეგეტი დაიბადა კამბერვილში, სამხრეთ ლონდონში, გაიზარდა როგორც კათოლიკე.[12] დედამისის მშობლები წარმოშობით იყვნენ ირანელები. მისი დედ-მამა თავიანთ ოჯახში პირველები იყვნენ, რომლებმაც უნივერსიტეტის განათლება მიიღეს. ენტონის მშობლები პირველად ლონდონის უნივერსიტეტში შეხვდნენ, თუმცა ისინი რამდენიმე წლის განმავლობაში ვერ ქორწინდებოდნენ, რადგან ენტონის ბაბუას თავისი შვილის დასაქორწინებლად არ ჰქონდა ფინანსური შესაძლებლობა. ენტონის მამა ფიზიკის, მათემატიკის და ქიმიის მასწავლებელი იყო ერთ-ერთ სკოლაში. დედამისიც მათემატიკას ასწავლიდა სკოლაში, თუმცა ენტონის დაბადების შემდეგ მუშაობის შეწყვეტა მოუხდა. ენტონის ჰყავს ორი და, კლერი და ჯუდი და ორი ძმა, ტერენსი და პოლი. გაიზარდა თავის და-ძმებთან ერთად კათოლიკური სარწმუნოების ატმოსფეროში.
მას შემდეგ რაც ენტონი დაიბადა, მისმა მშობლებმა სამხრეთ-აღმოსავლეთ ლონდონში, ნორვუდში იყიდეს სახლი. 18 თვის ასაკში, მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობის დროს, ენტონი საცხოვრებლად გადაიყვანეს სარის საგრაფოს ერთ-ერთ პატარა სოფელში, ინგლიფილდ გრინში, სადაც ენტონი ომის დასრულებამდე ცხოვრობდა. ომის დამთავრების შემდეგ იგი თავისი მშობლების სახლში, ნორვუდში დაბრუნდა სადაც იგი 1950 წლამდე დარჩა საცხოვრებლად. მამამისი ჩრდილო-აღმოსავლეთ ლონდონში არსებულ ერთ-ერთ სკოლაში ასწავლიდა, ხოლო დედამისი არ მუშაობდა, თავის მთელ დროს 5 ბავშვის აღზრდას უთმობდა. ენტონი სწავლობდა ადგილობრივ კათოლიკურ სკოლაში, ხოლო სწავლა „უიმბლდონის კოლეჯში“ განაგრძო, რომელიც ასევე რომანული კათოლიკური კოლეჯია.
მოგვიანებით ენტონი და მისი ორი უმცროსი ძმა, ტერესი და პოლი სწავლობდნენ „ბიუმონთის კოლეჯში“. კოლეჯში იგი დაეუფლა იმ დროისთვის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საგანს, კლასიკას, რომელიც მასზე ოქსფორდის უნივერსიტეტში სწავლის დროს დადებითად აისახა. კოლეჯში სწავლის ბოლო წელს, ენტონიმ ყველა იმ საგნებში აიღო პრიზი, რომელსაც იგი იმ წელს სწავლობდა.
1954 წლის დეკემბერში მან ოქსოფრდის სტიპენდია მოიპოვა და ოქსფორდის ერთ-ერთ კოლეჯში, ბელიოლში განაგრძო კლასიკის სწავლა. მას შემდეგ რაც მას კლასიკის დარგში ბაკალავარიატის ხარისხი მიენიჭა, ამის შემდეგ, ამჯერად ფიზიკის შესწავლა გადაწყვიტა მერტონის კოლეჯში (ოქსფორდი).[13] 2005 წლის ივნისში, ენტონი ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ დაჯილდოვებული იქნა აკადემიური ხარისხით, „Honorary DLitt“.
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლეგეტი ერთი წლის განმავლობაში, 1964 წლიდან 1965 წლამდე, ილინოისის უნივერსიტეტში მუშაობდა პოსტდოქტორული კვლევის თანამშრომლად. ამის შემდეგ, მან ერთი წელი დაჰყო იაპონიაში, კიოტოს უნივერსიტეტში. 1970-იანი წლების შუა პერიოდში მან თავისი დროის მნიშვნელოვანი პერიოდი იაპონიაში, ტოკიოს უნივერსიტეტში და „Kwame Nkrumah-ს მეცნიერების და ტექნოლოგიის უნივერსიტეტში“ გაატარა.
1982 წლის დასაწყისში მან ილინოისის უნივერსიტეტისგან მიიღო შეთავაზება. 1983 წლიდან არის ფიზიკის პროფესორი, ილინოისის უნივერსიტეტში, ურბანა-შამპეინში.
2006 წლიდან 2016 წლამდე ასევე მუშაობდა კანადაში, „Institute for Quantum Computing“-ში.
2013 წელს იგი გახდა შანხაის კომპლექსური ფიზიკის ცენტრის დამფუძნებელი დირექტორი.[14]
ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლეგეტი არის „მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის“, „ამერიკის ფილოსოფიური საზოგადოების“, „ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის“, „რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის“ და „ინდოეთის ეროვნული სამეცნიერო აკადემიის“ წევრი. 1980 წელს აირჩიეს „სამეფო საზოგადოების“ თანამშრომლად, იგი ასევე იყო „ფიზიკის ამერიკული ინსტიტუტის“ და „ფიზიკის ინსტიტუტის“ წევრი.
მან 2003 წელს, რუს ფიზიკოსთან ვიტალი გინზბურგთან და ალექსე აბრიკოსოვთან ერთად აიღო ნობელის პრემია ფიზიკის დარგში. იგი ასევე არის სხვა ჯილდოების მფლობელი, მათ შორისაა: ბრიტანეთის იმპერიის ორდენის რაინდი კომანდორი, Feenberg Medal, ფრიც ლონდონის პრემია, ვოლფის პრიზი ფიზიკაში, დირაკის მედალი, საპატიო დოქტორი და მაქსველის მედალი და პრემია.
პირადი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1973 წლის ივნისში იგი დაქორწინდა ჰარუკო კინასზე, რომელსაც იგი სასექსის უნივერსიტეტში, ინგლისში შეხვდა. 1978 წელს მათ ეყოლათ ქალიშვილი ასაკო. მის მეუღლეს ჰარუკოს ილინოისის უნივერსიტეტისგან კულტურულ ანთროპოლოგიაში მინიჭებული აქვს დოქტორის ხარისხი.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ Munzinger Personen
- ↑ Mathematics Genealogy Project — 1997.
- ↑ The Nobel Prize in Physics 2003 — Nobel Foundation.
- ↑ Table showing prize amounts — Nobel Foundation, 2019.
- ↑ https://iupap.org/who-we-are/internal-organization/commissions/low-temperature-physics/c5-awards/#commission
- ↑ https://wolffund.org.il/anthony-j-leggett/
- ↑ https://www.iop.org/about/awards/gold-medals/paul-dirac-medal-and-prize-recipients#gref
- ↑ Anthony Leggett UIUC Faculty page.
- ↑ Nobel Prize in Physics 2003..
- ↑ A. J. Leggett. (1975). „A theoretical description of the new phases of liquid 3He“. Rev. Mod. Phys. 47 (2): 331–414. Bibcode:1975RvMP...47..331L. doi:10.1103/RevModPhys.47.331.
- ↑ Anthony J. Leggett – Autobiography.
- ↑ (1964) Merton College Register 1900–1964. Oxford: Basil Blackwell, გვ. 511.
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-06-13. ციტირების თარიღი: 2020-06-13.