ენრიკო მიცი
| ენრიკო მიცი | |
|---|---|
|
| |
| დაბადების თარიღი | 20 სექტემბერი, 1885[1] |
| დაბადების ადგილი | ვალეტა[2] |
| გარდაცვალების თარიღი | 20 დეკემბერი, 1950[1] [2] (65 წლის) |
| გარდაცვალების ადგილი | ვალეტა |
| მოქალაქეობა | მალტის გვირგვინის კოლონია |
| განათლება | საპიენცის უნივერსიტეტი |
| მამა | Fortunato Mizzi[2] |
| მეუღლე/ები | ბისე მიცი ვასალო |
| შვილ(ებ)ი | ფორტუნატ მიზი |
ენრიკო მიცი (Enrico Mizzi; დ. 1885 წლის 20 სექტემბერი, 1885 წლის – გ.20 დეკემბერი, 1950 წლის 20 დეკემბერი) — მალტელი პოლიტიკოსი, მალტის ნაციონალისტური პარტიის ლიდერი 1926 წლიდან და მალტის პრემიერ-მინისტრი მოკლე პერიოდის განმავლობაში 1950 წელს.[3]
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ენრიკო მიცი დაიბადა 1885 წლის 20 სექტემბერს, ვალეტაში. ის იყო მარია სოფია ფოლიერო დე ლუნას (იტალიურად: Marie Sophie Folliero de Luna), ნეაპოლის ვიცე-კონსულის ქალიშვილის, და ფორტუნატო მიძის ვაჟი. ფორტუნატო მიცი ცნობილი პროიტალიური შეხედულებების მქონე მალტელი პოლიტიკოსი იყო და დააარსა პარტია Partit Anti-Riformista. დედა გარდაეცვალა 1903 წელს, ხოლო მამა — 1905 წელს, როცა ენრიკო მხოლოდ 17–19 წლის ასაკის იყო. მან განათლება მიიღო გოცოს სემინარიაში, ხოლო სამართალი შეისწავლა რომისა და ურბინოს უნივერსიტეტებში. 1906 წელს დაამთავრა მალტის სამეფო უნივერსიტეტი ლიტერატურისა და მეცნიერების მიმართულებით, ხოლო 1911 წელს — ურბინოს უნივერსიტეტი სამართლის სპეციალობით.
1926 წელს ენრიკო მიცი დაქორწინდა ბიჩე ვასალოზე (Bice Vassallo). მათ ჰყავდათ ერთი ვაჟი — ფორტუნატ მიცი (1927–2017),[3] რომელიც 1952 წელს მღვდელი გახდა და 1955 წელს დააარსა მოძრაობა Moviment Azzjoni Socjali (MAS).[4]
პოლიტიკური მოღვაწეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მიუხედავად იმისა, რომ ისწავლა სამართალი რომში, ენრიკო მიცის პრაქტიკული სამართლის განხორციელების შესაძლებლობა თითქმის არ ჰქონდა. მისი გატაცება გახდა პოლიტიკა და ჟურნალისტიკა. 1915 წელს აირჩიეს Comitato Patriottico Maltese-ის წევრად და დააარსა გაზეთი L’Eco di Malta, რომელიც თავად კომიტეტის ოფიციალურ გამოცემას წარმოადგენდა.
იგი გოცოს ოლქიდან კენჭს იყრიდა მალტის პარლამენტში 1915 წელს და აირჩიეს.[3] მისი ძალისხმევა მიმართული იყო მალტის კონსტიტუციის ჩამოყალიბებისკენ, რომელიც იქნებოდა დამოუკიდებელი ბრიტანული მმართველობისგან.
1916 წელს დააპატიმრეს და მიუსაჯეს ერთი წლით პატიმრობა მას შემდეგ, რაც მან თავი მალტის იტალიური იდენტობის წარმომადგენლად გამოაცხადა — თუმცა მოგვიანებით გუბერნატორმა სასჯელი შეუმსუბუქა და მხოლოდ შენიშვნით შემოიფარგლა. 1917 წლის მაისში მიცი კვლავ დააკავეს, სამხედრო ტრიბუნალმა ომის დროს ამბოხებაში სცნო დამნაშავედ და მიუსაჯა ერთ წლიანი პატიმრობა. თუმცა ეს სასჯელიც შეამსუბუქეს, მაგრამ ამის გამო მას ჩამოერთვა უფლება, ემუშავა იურისტად მალტაში.[5]
ნაციონალური პარტიის ლიდერობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მოზრდილობის წლებში ენრიკო მიციმ აირჩია მამამისის — ფორტუნატო მიცის გზის გაგრძელება. ფორტუნატო მიცი პროიტალიური შეხედულებების მქონე მალტელი პოლიტიკოსი იყო, რომლის საქმიანობა მჭიდროდ უკავშირდებოდა იტალიის რისორჯიმენტოს (ერთიანობის მოძრაობას) და მალტაში იტალიური ენის ოფიციალურ გამოყენებას.
{{Blockquote|მიცი პირველად აირჩიეს მთავრობის საბჭოში გოცოდან, როგორც „Comitato Patriottico“-ს წევრი 1915 წელს. მაშინ, როცა ის იბრძოდა ლიბერალური კონსტიტუციის მისაღებად, 1917 წლის 7 მაისს დააკავეს თავის საცხოვრებელში და სამხედრო ტრიბუნალმა ბრიტანეთის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებებისა და წერილების გამო სედიციის მუხლით გაასამართლა მალტის თავდაცვის რეგულაციების საფუძველზე. მას მიუსაჯეს ერთი წლით მძიმე შრომით პატიმრობა, სამოქალაქო უფლებების ჩამორთმევა და იურიდიული საქმიანობის აკრძალვა. გუბერნატორმა მეთიუნმა ეს განაჩენი "მკაცრი შენიშვნით" შეცვალა, ხოლო მისი სამოქალაქო უფლებები და იურისტის ლიცენზია აღუდგინეს პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ 1918 წელს. მიციმ დააარსა „Circolo Giovane Malta“ და სიცოცხლის ბოლომდე იყო „Società Dante Alighieri“-ს პრეზიდენტი.[6]
პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ მიცი გაწევრიანდა ზომიერად განწყობილ ფართო კოალიციაში სახელწოდებით Unjoni Politika Maltija (UPM), რომელსაც უგო პასკუალე მიფსუდი ხელმძღვანელობდა. მოგვიანებით მან ამ კოალიციას თავი დაანება უფრო რადიკალურად პროიტალიურ ფრთასთან ერთად და ჩამოაყალიბა დემოკრატიული ნაციონალისტური პარტია (Partit Demokratiku Nazzjonalista, PDN), რომლის ლიდერობაც თავად იკისრა.
ამ ორ მოძრაობას ცალ-ცალკე მოჰყავდა კანდიდატები 1921 წლის არჩევნებზე, თუმცა ერთმანეთის დაზიანების თავიდან ასაცილებლად „არასაკონკურენციული შეთანხმება“ დადეს. PDN-მა გოცოდან ოთხი დეპუტატი აირჩია.[7]
1924 წლის არჩევნებში UPM-მა და PDN-მა კვლავ ცალ-ცალკე მიიღეს მონაწილეობა, თუმცა კოალიციურ ფორმატში. არჩევნების შემდეგ მათ შორის კოალიციური მთავრობა ჩამოყალიბდა, სადაც მიცის პარტიამ მოიპოვა 15 საპარლამენტო ადგილი. ამ პერიოდში მიცის ეკავა ფოსტის, სოფლის მეურნეობის, მეთევზეობის, ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრის თანამდებობები.[8]
1926 წლის 23 იანვარს ეს ორი პარტია გაერთიანდა და ჩამოყალიბდა მალტის ნაციონალისტური პარტია (Partit Nazzjonalista), რომლის თანალიდერები იყვნენ ენრიკო მიცი და სერ უგო მიფსუდი. მიფსუდის გარდაცვალებამდე (1942 წ.) პარტიას ერთობლივად ხელმძღვანელობდნენ.[9][10]
თუმცა, 1927 წლის არჩევნებში ახალმა გაერთიანებულმა პარტიამ დამარცხდა კომპაქტთან — მალტის კონსტიტუციური პარტიისა და ლეიბორისტული პარტიის ალიანსთან.
1924-1933 წლებში მიცი იკავებდა არაერთ მინისტრის პოსტს. იგი იყო „Dante Alighieri Society“-ს პრეზიდენტი და „Gazzetta Maltese“-ის დირექტორი, რაც ხაზს უსვამდა მალტის იტალიურ კულტურულ იდენტობას.
მიცი, როგორც პოლიტიკურ ფიგურას, ხშირად მოიხსენიებდნენ, როგორც „რაინდს უსაფრთხოებასა და შეურყვნელობაში“.[11] იგი მალტის პატრიოტიზმისა და ნაციონალიზმის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი იყო იმ პერიოდში, როცა ქვეყანა ბრიტანეთის კოლონია იყო.[12] მასთან ასოცირდებოდა მალტელების იტალიური იდენტობა, იტალიური ენისთვის ოფიციალური სტატუსის მინიჭების მიზანი და მტკიცე კათოლიკური რწმენა, რომელიც კოლონიური პროტესტანტული მმართველობის მიმართ კონტრასტში იდგა.[13]
დეპორტაცია უგანდაში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1940 წლის 30 მაისს, როდესაც ენრიკო მიცი „Malta Printing Press“-ში იმყოფებოდა, იგი დააპატიმრეს და კიდევ 47 მალტელთან ერთად დააპატიმრეს იტალიისადმი სიმპათიების გამო. 1942 წლის თებერვალში გუბერნატორმა დობიმ მოაწერა ხელი უკანონო ორდერს, რომლის საფუძველზეც მიცი და სხვა 46 მალტელი უგანდაში გადაასახლეს.[3] გადასახლებაში ყოფნისას მიცი ძალას არ იშურებდა მალტაში მიმდინარე მოვლენებზე ინფორმაცია ჰქონოდა. იგი მჭიდროდ უკავშირდებოდა ნაციონალისტური პარტიის სხვა ლიდერებს, როგორიც იყვნენ გორგ ბორგ ოლივიე და ჯუზეპე შენბრი.[14]
ნაციონალისტური პარტიის რეფორმირება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გადასახლებული პირები მალტაში 1945 წლის 8 მარტს დაბრუნდნენ. მიციმ სწრაფად განაახლა პოლიტიკური საქმიანობა და უკვე 15 მარტს დაესწრო საბჭოს სხდომას. მას პარტიის ფუნდამენტურად გადახალისება ჰქონდა განზრახული. პარტიის იდეოლოგიის საფუძვლად კვლავ რჩებოდა იტალიური კულტურისა და ენის მხარდაჭერა, რაც პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან მის წინააღმდეგ ხშირად გამოიყენებოდა. 1939–1942 წლებში გაზეთებმა Times of Malta და Il-Berqa, რომლებიც ჯერალდ სტრიკლენდს ეკუთვნოდა, მიცი "კვისლინგად" და იტალიური ფაშიზმის მხარდამჭერად მოიხსენიეს.[15]
მალტის პრემიერ-მინისტრობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1950 წლის საპარლამენტო არჩევნებში ნაციონალისტურმა პარტიამ მნიშვნელოვანი წარმატება მოიპოვა და მიცი პრემიერ-მინისტრის პოსტზე დაინიშნა, თუმცა პარლამენტი დაკომპლექტდა ისე, რომ არავინ ფლობდა აბსოლუტურ უმრავლესობას. მიცი გარდაიცვალა ვალეტაში სულ რაღაც სამი თვის შემდეგ, 1950 წლის 20 დეკემბერს,[3] და მას სახელმწიფო დაკრძალვა მიეძღვნა. იგი დღემდე რჩება მალტის ერთადერთ პრემიერ-მინისტრად, რომელიც მოქმედ პოსტზე გარდაიცვალა.[16]
მემკვიდრეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ენრიკო მიცი მალტელების მიერ აღიარებულია როგორც ეროვნული და ევროპული იდენტობის განმტკიცებაში მნიშვნელოვანი როლის შემსრულებელი ფიგურა.[17] {{ციტატა|ვიმედოვნებ, რომ როცა ამ ქვეყნიდან წავალ და შთამომავლობისთვის მოგონებად დავრჩები, არავინ შემარცხვენს... პარტიული მიზეზების გამო... როგორც გამომაცხადა ნაციონალისტურმა პარტიამ დაახლოებით ოცდაათი წლის წინ, კვლავაც ვრჩები, ღმერთის მადლით, პარტიის წინაშე, ხალხის წინაშე და, უპირველეს ყოვლისა, ჩემი სინდისის წინაშე — „უსინდისოდ და უშიშრად“ (senza macchia e senza paura).[18]
2001 წელს მალტის ეროვნულმა ბანკმა გამოუშვა ვერცხლის სამახსოვრო მონეტა ენრიკო მიცის გამოსახულებით, სერიის – „გამორჩეული მალტელი პიროვნებები“ – ფარგლებში.[17]
2010 წელს შეიქმნა ფონდიც, რომელიც მიზნად ისახავს ენრიკო მიცის და მისი მამის — ფორტუნატო მიცის — ცხოვრების და მოღვაწეობის პოპულარიზაციასა და შეფასებას.[19]
ასევე იხილეთ
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 3 Bonnici E. Cimiterju Ta’ Santa Marija Addolorata – Storja, Arti u Personalitajiet — Kalkara: Heritage Malta, 2019. — გვ. 354. — ISBN 978-99932-57-75-2
- 1 2 3 4 5 Michael J. Schiavone, Louis J. Scerri, Maltese Biographies of the Twentieth Century, გვ. 421, მალტა, 1997
- ↑ Michael J. Schiavone, Louis J. Scerri, Maltese Biographies of the Twentieth Century, გვ. 416, მალტა, 1997
- ↑ Rudolf, Uwe Jens (2018) Historical Dictionary of Malta, Third, Rowman & Littlefield Publishers. ISBN 9781538119174.
- ↑ Carmel Farrugia, Polluted Politics, Background to the Deportation of Maltese nationals in 1942, Page 64, Malta 1995
- ↑ Remig Sacco, L-Elezzjonijiet Generali 1849–1986, გვ. 64, მალტა, 1986
- ↑ Remig Sacco, L-Elezzjonijiet Generali 1849–1986, გვ. 72, მალტა, 1986
- ↑ Remig Sacco, L-Elezzjonijiet Generali 1849–1986, გვ. 74, მალტა, 1986>
- ↑ Carmel Farrugia, Polluted Politics: Background to the Deportation of Maltese Nationals in 1942, გვ. 108, მალტა, 1995
- ↑ Legislative Assembly Debates, სხდომა N8, 17 მარტი, 1949, გვ. 397
- ↑ Nerik Mizzi, Il-Verdett Ta' L-Istorja, Joseph Pirotta, გვ. 33, მალტა, 1995
- ↑ Victor E. Ragonesi, Nerik Mizzi, Il-Verdett Ta' L-Istorja, Joseph Pirotta, გვ. viii, მალტა, 1995
- ↑ Exile of 43 Maltese 60 years ago : One of the most shameful episodes of Malta's history – minister. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 დეკემბერი 2020. ციტირების თარიღი: 19 December 2019
- ↑ Carmel Farrugia, Polluted Politics, Background to the Deportation of Maltese nationals in 1942, გვ. 64, მალტა 1995
- ↑ Joe Felice Pace - Bice – The woman behind Nerik Mizzi – The Times, 10 January 2011 – ბმული. მიღწეული: 2020 წლის 20 იანვარი
- 1 2 Distinguished Maltese personalities series – Enrico Mizzi (1885–1950) – Central Bank of Malta. ციტირების თარიღი: 15 May 2020
- ↑ Legislative Assembly Debates, Sitting No 8, 17 March 1949, p.397.
- ↑ Fortunato and Enrico Mizzi Foundation formed en-gb.
- დაბადებული 20 სექტემბერი
- დაბადებული 1885
- გარდაცვლილი 20 დეკემბერი
- გარდაცვლილი 1950
- მალტის პრემიერ-მინისტრები
- ნაციონალისტური პარტიის (მალტა) პოლიტიკოსები
- ვალეტადან
- XX საუკუნის მალტელი პოლიტიკოსები
- ოპოზიციის ლიდერები (მალტა)
- მეორე მსოფლიო ომის დროს ინტერნირებულები
- მალტაში დაპატიმრებულნი
- გაერთიანებულ სამეფოში დაპატიმრებული უცხოელები