ენოტი (ლათ.Procyon) — მტაცებელძუძუმწოვართაგვარიენოტისებრთაოჯახისა. აერთიანებს 3 ან 4 სახეობას და მათ ქვესახეობებს. მათი სხეულის სიგრძეა 50–100 სმ, კუდისა — 20–41 სმ, იწონიან 4,6–15,9 კგ-ს. როგორც წესი, მამალი დედალზე დიდი ზომისაა.[1] ბუნებაში შესაძლებელია 16 წლამდე იცოცხლოს, მაგრამ ჩვეულებრივ ბევრად ნაკლებს ცოცხლობენ. სიკვდილიანობის მთავარი მიზეზებია ადამიანი (ნადირობა, ხაფანგების დაგება, მანქანები) და შიმშილობა.[2]