ენომოტო ტაკეაკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ენომოტო ტაკეაკი
ენომოტო ტაკეაკი
32 წლის ენომოტო ტაკეაკი ეძოში
ეძოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
15 დეკემბერი 1868 – 27 ივნისი 1869
ვიცე-პრეზიდენტი  მაცუდაირა ტარო
წინამორბედიტიტული შეიქმნა
მემკვიდრეტიტული გაუქმდა

დაბადებული25 აგვისტო, 1836
ედო, იაპონია
გარდაცვლილი26 აგვისტო, 1908 (72 წლის)
ტოკიო, იაპონია
პოლიტიკური პარტიადამოუკიდებელი

ენომოტო ტაკეაკი (იაპონ. 榎本 武揚; დ. 25 აგვისტო, 1836 — გ. 26 ოქტომბერი, 1908) — სამურაი და ტოკუგავას ფლოტის ადმირალი ბაკუმაცუს პერიოდში. ის ერთგული იყო ტოკუგავა შოგუნატის და ბოშინის ომის დამთავრებამდე განაგრძობდა მეიძის რესტავრაციის წინააღმდეგ ბრძოლას. მოგვიანებით მსახურობდა მეიძის მთავრობაში, როგორც იაპონიის საიმპერატორო ფლოტის ერთ-ერთ დამარსებლად.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ენომოტო 19 წლის ასაკში, ევროპაში წასვლამდე

ენომოტო დაიბადა ქალაქ ედოს შიტაიას რაიონში (თანამედროვე ტოკიოს რაიონი ტაიოტი) ტოკუგავას კლანის სამურაის ოჯახში. 1850-იანებ წლებში მან დაიწყო ჰოლანდური ენის შესწავლა და მას შემდეგ, რაც 1854 წელს კაპიტანმა, მეთიუ პერიმ იაპონიის ჯარები გაარღვია, ენომოტო სწავლობდა ტოკუგავას სამხედრო-საზღვაო წვრთნის ცენტრში, ნაგასაკიში და ცუკიჯის სამხედრო ხომალდის წვრთნის ცენტრში, ედოში.

26 წლის ასაკში, ენომორო გაგზავნეს ნიდერლანდებში, რათა შეესწავლა დასავლური ტექნიკა სამხედრო-საზღვაო ომში და ეშოვნა დასავლური ტექნოლოგიები. ის სწავლობდა ევორპაში 1862 წლიდან 1867 წლამდე, რის შედეგადაც თავისუფლად ლაპარაკობდა ნიდერლანდურ და ინგლისურ ენებზე.[1]

ენომოტო შოგუნის მთავრობის მიერ ნაყიდი ორთქლმავალი ხომალდით, კაიო მარუთი დაბრუნდა იაპონიაში. ევროპაში ყოფნის დროს, მან გააანალიზა, რომ დეპეშა მომავალში მნიშვნელოვანი საკომუნიკაციო საშუალება იყო და დაიწყო სისტემის შედგენა, რომელიც ერთმანეთთან დააკავშირებდა ედოს და იოკოჰამას. დაბრუნებისთანავე ენომოტოს მაინიჭეს კაიგუნ ფუკუსაის ტიტიული, რომელიც ტოკუგავას ფლოტის მეორე ყველაზე მაღალი წოდება იყო. მან ასევე მიიღო საიმპერატორო კარის წოდება იძუმი-ნო-კამი.

ბოშინის ომი და მეიძის რესტავრაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეძოს რესპუბლიკის ლიდერები.

მეიძის რესტავრაციის დროს, მას შემდეგ, რაც 1868 წელს ედო დანებდა, ენომოტომ უარი განაცხადა თავისი ნებით ჩაჰბარებოდა მათ და გაიქცა ჰაკოდატეში, ჰოკაიდოზე ტოკუგავას ფლოტის დანარჩენ ჯართან და საფრანგეთის რამდენიმე სამხედრო მრჩეველთან ერთად. მისი ორთქმავალი სამხედრო ხომლადები იმ დროს იაპონიაში ყველაზე ძლიერი იყო.

ენომოტოს იმედი ჰქონდა, რომ ჰოკაიდოში შექმნიდა დამოუკიდებელი ქვეყანას ტოკუგავას ოჯახის მმართველობის ქვეშ, მაგრამ მეიძის მთავრობა იაპონიის დანაწილებას ეწინააღმდეგებოდა. 25 დეკემბერს, ტოკუგავას ლოიალისტებმა გამოაცხადეს ეძოს რესპუბლიკის შექმნა და პრეზიდენტად ენომოტო აირჩიეს.

შემდეგ წელს, მეიძის მთავრობის ჯარებმა დაიპყრო ჰოკაიდო და დაამარცხა ენომოტოს ჯარები ჰაკოდატეს სამხედრო-საზღცაო ბრძოლაში. 1869 წლის 18 მაისს ეძოს რესპუბლიკა გაუქმდა და ჰოკაიდო ცენტრალური მთავრობის ხელში გადავიდა, რომელსაც სათავეში იმპერატორი მეიძი ედგა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Akita, (1967) p. 120-121